ტელეწამყვან მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
მამაკაცმა განაცხადა, რომ მშვილდაძეს თავს დაესხა მათ შორის ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეწამყვან მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" თანამფლობელ მიშა მშვილდაძეს თავს გუშინ დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, ქუჩაში მას უცნობმა პირმა სახეში დაარტყა, წაქცევის შემდეგ კი მისი ცემა გააგრძელა.
მოგვიანებით, დედაქალაქში მცხოვრებმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან, ოთხი შვილის მამამ, მშვილდაძე სცემა, მათ შორის ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0