https://sputnik-georgia.com/20230628/--------279033924.html
თურქეთში ქართველ ქალს ქმრის მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ
თურქეთში ქართველ ქალს ქმრის მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ
Sputnik საქართველო
საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ფიგურირებს – მოკლული მამაკაცის ბიძა. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T12:56+0400
2023-06-28T12:56+0400
2023-07-05T13:59+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24447/21/244472130_0:67:1533:929_1920x0_80_0_0_144c698d9258a829630870514521cfc6.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ერზრუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ქმრის, თურქეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობა ორი კვირის წინ მოხდა. 47 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ნაჯახით მოკლეს.ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის მსვლელობისას გამოიკვეთა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – მოკლული მამაკაცის ბიძა. მან აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა. მისი თქმით, მამაკაცი ქალზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა, ის კი მის შეჩერებას შეეცადა.ქალის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ნათესავები და ოჯახის წევრებიც. ქალის ძმის თქმით, მამაკაცი ბიძამ მოკლა.მოკლულის ოჯახი დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24447/21/244472130_103:0:1430:995_1920x0_80_0_0_84f4db07a2fa187408592976395d6083.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
თურქეთში ქართველ ქალს ქმრის მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ
12:56 28.06.2023 (განახლებულია: 13:59 05.07.2023) საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ფიგურირებს – მოკლული მამაკაცის ბიძა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ერზრუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ქმრის, თურქეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.
ტელეკომპანია
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობა ორი კვირის წინ მოხდა. 47 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ნაჯახით მოკლეს.
ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის მსვლელობისას გამოიკვეთა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – მოკლული მამაკაცის ბიძა. მან აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა. მისი თქმით, მამაკაცი ქალზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა, ის კი მის შეჩერებას შეეცადა.
ქალის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ნათესავები და ოჯახის წევრებიც. ქალის ძმის თქმით, მამაკაცი ბიძამ მოკლა.
მოკლულის ოჯახი დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.