https://sputnik-georgia.com/20230628/---------279069402.html
ანდრია ჯაღმაიძე: მასმედია ცდილობს ცემის ფაქტებზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დააკისროს
ანდრია ჯაღმაიძე: მასმედია ცდილობს ცემის ფაქტებზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დააკისროს
Sputnik საქართველო
ყოველწლიურად იზრდება მართლმადიდებლური ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ნეგატიური და კრიტიკული მასალების რაოდენობა, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T20:56+0400
2023-06-28T20:56+0400
2023-06-28T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121700_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_f250782b0714ef0842a103dd6dab1fb9.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს ძალადობის ბოლოდროინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქოს დააკისროს და, როგორც ჩანს, ამგვარი პროვოკაციები წინასწარ იგეგმება, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" თანამფლობელ მიშა მშვილდაძეზე გუშინ თავდასხმა მოხდა. მოგვიანებით დედაქალაქში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში აღიარა, რომ მშვილდაძე მან სცემა, მათ შორის ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ის პოლიციამ დააკავა. მსგავსი რამ თვის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესაც შეემთხვა.საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე საპატრიარქოში კარგად ესმით, რამხელა მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფელებს, და საჭიროა რეალურად ფიქრი იმაზე, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი, აღნიშნა მან.„ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისკენ მოწოდებით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.ამ დროს როგორც მსგავს ფაქტებს ვერავინ დაასახელებს საპატრიარქოს მხრიდან, ისე ვერ დაინახავს ისეთ ნაბიჯებს ზოგიერთი მედიის მხრიდან, რომლებიც საზოგადოების შერიგებისკენ იქნებოდა მიმართული, მიაჩნია დეკანოზს.მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა - რეაქციები და შედეგები >>ასეთი დამოკიდებულებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, ვისი მიზეზით იზრდება „დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში“, აღნიშნა მან.ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი, ხოლო ეკლესიის მოწოდება – სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა, განაცხადა დეკანოზმა.„რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ, თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნას მომართული მედიასაშუალებები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.სიცხადისთვის საპატრიარქომ მოიყვანა ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალების სტატისტიკა მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა): 2012 – 78; 2013 – 136; 2014 – 146; 2015 – 143; 2016 – 91; 2017 – 295; 2018 – 387; 2019 – 1109; 2020 – 866; 2021 – 1038; 2022 – 286. ჯამში: 4557.„ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.თავის მხრივ, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ეკლესიის მიმართ ნეგატიური განცხადებების გამო თავდასხმის ობიექტი გახდა, დაწერა სოციალურ ქსელში, რომ საპატრიარქო თავისუფლების მთავარი მტერია.ამასთან პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არსად გაქცევას და დაცვის აყვანას არ აპირებს.ზურაბ ჯაფარიძეს თავს 17 ივნისს, შაბათს გორის მცხოვრები დაესხა თავს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ვინმე სოსო მაისურაძემ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ჯაფარიძე „იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის". მან ასევე დაწერა, რომ არსად დამალვას არ აპირებს. მაისურაძე პოლიციამ შაბათს, ღამით დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121700_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_04c73f7aa41de1c86f2839b964fbd995.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: მასმედია ცდილობს ცემის ფაქტებზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დააკისროს
20:56 28.06.2023 (განახლებულია: 22:42 28.06.2023) ყოველწლიურად იზრდება მართლმადიდებლური ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ნეგატიური და კრიტიკული მასალების რაოდენობა, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს ძალადობის ბოლოდროინდელ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქოს დააკისროს და, როგორც ჩანს, ამგვარი პროვოკაციები წინასწარ იგეგმება, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" თანამფლობელ მიშა მშვილდაძეზე გუშინ თავდასხმა მოხდა. მოგვიანებით დედაქალაქში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში აღიარა, რომ მშვილდაძე მან სცემა, მათ შორის ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ის პოლიციამ დააკავა. მსგავსი რამ თვის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესაც შეემთხვა.
„ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს. პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე საპატრიარქოში კარგად ესმით, რამხელა მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფელებს, და საჭიროა რეალურად ფიქრი იმაზე, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი, აღნიშნა მან.
„ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისკენ მოწოდებით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ამ დროს როგორც მსგავს ფაქტებს ვერავინ დაასახელებს საპატრიარქოს მხრიდან, ისე ვერ დაინახავს ისეთ ნაბიჯებს ზოგიერთი მედიის მხრიდან, რომლებიც საზოგადოების შერიგებისკენ იქნებოდა მიმართული, მიაჩნია დეკანოზს.
ასეთი დამოკიდებულებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, ვისი მიზეზით იზრდება „დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში“, აღნიშნა მან.
ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი, ხოლო ეკლესიის მოწოდება – სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა, განაცხადა დეკანოზმა.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ, თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნას მომართული მედიასაშუალებები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
სიცხადისთვის საპატრიარქომ მოიყვანა ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალების სტატისტიკა მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა): 2012 – 78; 2013 – 136; 2014 – 146; 2015 – 143; 2016 – 91; 2017 – 295; 2018 – 387; 2019 – 1109; 2020 – 866; 2021 – 1038; 2022 – 286. ჯამში: 4557.
„ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
თავის მხრივ, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ეკლესიის მიმართ ნეგატიური განცხადებების გამო თავდასხმის ობიექტი გახდა, დაწერა სოციალურ ქსელში, რომ საპატრიარქო თავისუფლების მთავარი მტერია.
„ვთვლიდი და ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული ГРУ-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან“, – დაწერა ჯაფარიძემ.
ამასთან პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არსად გაქცევას და დაცვის აყვანას არ აპირებს.
ზურაბ ჯაფარიძეს თავს 17 ივნისს, შაბათს გორის მცხოვრები დაესხა თავს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ვინმე სოსო მაისურაძემ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ჯაფარიძე „იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის". მან ასევე დაწერა, რომ არსად დამალვას არ აპირებს. მაისურაძე პოლიციამ შაბათს, ღამით დააკავა.