წალენჯიხაში სტიქიამ 12 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა

© courtesy of Keda Municipalityმეწყერი გზაზე
მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
ჩანგრეული ხიდის აღდგენითი სამუშაოები სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საჩინოში ხიდი დააზიანა, რის გამოც 12 ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

„ხიდის დაზიანების შედეგად 12 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია, მათ შორის არიან მოხუცები და ერთი ფეხმძიმე ქალი. ფეხით გადაადგილება შეუძლებელია და მისასვლელად შემოვლითი გზაც არ არის. სამხარეო ადმინისტრაცია უკვე ინფორმირებულია და ველოდებით მძიმე ტექნიკის მოსვლას", – განაცხადა საჩინოს ერთეულში მერის წარმომადგენელმა ბელა კვირკვიამ.

ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
წყალდიდობის გამო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა>>
სპეციალისტების დასკვნის შემდეგ ჩანგრეული ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, მანამდე კი მოეწყობა ალტერნატიული გადასასვლელი.
ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სხვა სოფელშიც დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები და თხილის ბაღები.
ყველა ახალი ამბავი
0