წყალდიდობის გამო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

© Roads Department of Georgiaსამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზაზეა გადართული.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია და ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა, რომელიც უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დააზიანა.

„საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0