https://sputnik-georgia.com/20230627/lukasenkos-komentari-prigojintan-molaparakebebze-279008531.html
„ამ საქმეში გმირები არ არიან“: ლუკაშენკოს კომენტარი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე
„ამ საქმეში გმირები არ არიან“: ლუკაშენკოს კომენტარი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. არავითარ შემთხვევაში არ აქციოთ გმირად არავინ, როდესაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე საუბრობთ... 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T17:00+0400
2023-06-27T17:00+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
ბელარუსი
ევგენი პრიგოჟინი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273111444_52:314:768:717_1920x0_80_0_0_7eb4d70e60df35e0002fb435ee617bb8.jpg
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. არავითარ შემთხვევაში არ აქციოთ გმირად არავინ, როდესაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე საუბრობთ, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყველაზე საშინელი ის იქნებოდა – თუ „არეულობა მოხდებოდა, ამით აუცილებლად მყისიერად ისარგებლებდა დასავლეთი“. ამ საფრთხეების გათვალისწინებით მან არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგას „ვაგნერთან“ სიტუაციის მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის.კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შაბათის ღამით დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი აიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები და ბომბები დაუშინეს „ვაგნერის" ბანაკებს. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ისე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.პუტინმა ამბოხებულთა მოქმედებას დანაშაულებრივი ავანტიურა, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და ღალატი უწოდა. მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, პუტინთან შეთანხმებით, მოლაპარაკებები გამართა პრიგოჟინთან, რის შემდეგაც ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მისი წინადადება მიიღო და მოსკოვისკენ სვლა შეაჩერა.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273111444_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_00f3cfd27bb2e86427bb89b045c878b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ბელარუსი , ევგენი პრიგოჟინი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ბელარუსი , ევგენი პრიგოჟინი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. არავითარ შემთხვევაში არ აქციოთ გმირად არავინ, როდესაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებებზე საუბრობთ, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
„მე ვთქვი: არავითარ შემთხვევაში არ მაქციოთ გმირად არც მე, არც პუტინი და არც პრიგოჟინი, რადგან სიტუაცია ჯერ ხელიდან გავუშვით, მერე გვეგონა, რომ თავისით მოგვარდებოდა, მაგრამ არ მოგვარდა. შეეჯახა ორი ადამიანი, რომლებიც ფრონტზე იბრძოდნენ. ამ საქმეში გმირები არ არიან“, − ციტირებს ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვებს Telegram-არხი Пул Первого.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ყველაზე საშინელი ის იქნებოდა – თუ „არეულობა მოხდებოდა, ამით აუცილებლად მყისიერად ისარგებლებდა დასავლეთი“. ამ საფრთხეების გათვალისწინებით მან არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.
„ჩემი პოზიცია ასეთია: თუ რუსეთი ჩამოიშლება, ჩვენ ნანგრევებში მოვყვებით და ყველა დავიღუპებით“, − აღნიშნა ლუკაშენკომ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგას „ვაგნერთან“ სიტუაციის მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შაბათის ღამით დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი აიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები და ბომბები დაუშინეს „ვაგნერის" ბანაკებს. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ისე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.
პუტინმა ამბოხებულთა მოქმედებას დანაშაულებრივი ავანტიურა, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და ღალატი უწოდა. მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, პუტინთან შეთანხმებით, მოლაპარაკებები გამართა პრიგოჟინთან, რის შემდეგაც ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მისი წინადადება მიიღო და მოსკოვისკენ სვლა შეაჩერა.