ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინოები
ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში სტუმრები კახეთსა და ქართლში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები გასინჯეს. ღვინის სპეციალისტები ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეცნენ.
სტუმრები კახეთში მექვევრე ზაზა კბილაშვილს ესტუმრნენ და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის დეტალებს გაეცნენ.
რას წერს იტალიური გამოცემა Wine News საქართველოზე>>
ბრიტანელმა ღვინის პროფესიონალებმა თბილისში 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო დააგემოვნეს. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც.
ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0