https://sputnik-georgia.com/20230622/ras-wers-italiuri-gamocema-wine-news-saqartveloze-278839909.html
რას წერს იტალიური გამოცემა Wine News საქართველოზე
რას წერს იტალიური გამოცემა Wine News საქართველოზე
გამოცემას, რომელიც ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს, ყოველდღიურად ვებ-გვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T13:53+0400
2023-06-22T13:53+0400
2023-06-22T19:58+0400
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
იტალია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23374/60/233746053_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_b1d9591837850dd4935a1cdfc7cf9eba.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Wine News იტალიაში ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს. გამოცემას ყოველდღიურად ვებ-გვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. პიერ მიშელ კაპული გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს. კერძოდ ამ სტატიაშია აღნიშნულია, რომ ქვევრს უზარმაზარი სიმბოლური ღირებულება აქვს: მიწაში მოთავსებულ ამ ჭურჭელში ღვინო მზადდება. ამ გზით ღვინო მიწას ერწყმის, აქ ხდება ღვინის ხელახალი დაბადება, ისევე, როგორც დიონისედან დაწყებული მრავალი ღვთაება. პიერ მიშელ კაპული საქართველოში სამ იტალიელ ჟურნალისტთან ერთად მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული პრეს-ტურით იმყოფებოდა. უკვე მეორედ: საქართველო Merano Wine Festival-ს უმასპინძლებს>>შარშან მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა შატო მუხრანისა და ასოციაცია „ქართული ღვინის" ორგანიზებით. მერანოს ღვინის ფესტივალი, როგორც პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23374/60/233746053_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_e82a9531dffb9ee7536730fbc1527669.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იტალია
ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იტალია
რას წერს იტალიური გამოცემა Wine News საქართველოზე
13:53 22.06.2023 (განახლებულია: 19:58 22.06.2023) გამოცემას, რომელიც ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს, ყოველდღიურად ვებ-გვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Wine News იტალიაში ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს. გამოცემას ყოველდღიურად ვებ-გვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. პიერ მიშელ კაპული გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.
კერძოდ ამ სტატიაშია აღნიშნულია, რომ ქვევრს უზარმაზარი სიმბოლური ღირებულება აქვს: მიწაში მოთავსებულ ამ ჭურჭელში ღვინო მზადდება. ამ გზით ღვინო მიწას ერწყმის, აქ ხდება ღვინის ხელახალი დაბადება, ისევე, როგორც დიონისედან დაწყებული მრავალი ღვთაება.
„ღვინო მჭიდროდ არის დაკავშირებული მზესთან, ღვთაებრივ სიმბოლოსთან და მის ენერგიასთან. ქართულ სახლებში სარდაფებს, სადაც ღვინოს ათასწლეულებია ამზადებენ, „მარანი" ჰქვია. „მარ" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისთავად მზის ენერგიაა. ქვევრი კი ქალური ენერგიისა და დედამიწის სიმბოლოა", – წერს სტატიის ავტორი.
პიერ მიშელ კაპული საქართველოში სამ იტალიელ ჟურნალისტთან ერთად მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული პრეს-ტურით იმყოფებოდა.
შარშან მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა შატო მუხრანისა და ასოციაცია „ქართული ღვინის" ორგანიზებით.
მერანოს ღვინის ფესტივალი, როგორც პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას.