უკვე მეორედ: საქართველო Merano Wine Festival-ს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს ამ უქმეებზე ქართული და იტალიური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. შატო მუხრანში ღვინის ფესტივალი Merano Wine Festival 2023 11 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ასოციაცია „ქართული ღვინის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ წელს ღონისძიება საქართველოში 19 ივნისს გაიმართა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მერანოს ღვინისა და კულინარიული ხელოვნების ფესტივალი იტალიის ფარგლებს გარეთ გაიმართა.
ღვინის გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 350-ზე მეტი ღვინო საქართველოს, იტალიის და თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან.
მერანოს ღვინის ფესტივალი ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენას და პოპულარიზაციას.
ღვინის გარდა, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია გასტრონომიაც. იგი შატო მუხრანის სამეფო მარანში გაიმართება.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება გასინჯონ და შეიძინონ გასტრონომიული პროდუქტები და ინგრედიენტები. გამოფენის პარალელურად სტუმრები დაესწრებიან ღვინის სემინარებსა და პროფესიონალურ დეგუსტაციებს, ასევე კულინარიულ მასტერ-კლასებს, რომლებსაც ქართველი, იტალიელი და თურქი შეფ-მზარეულები გაუძღვებიან.
მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბის წამყვან მოვლენად და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა.
ღონისძიება დასრულდება მუსიკალური ჯგუფ Show Time и Dj Izzy-ის კონცერტით.
ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ონლაინ.
18 წლამდე მოზარდებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასოა, თუმცა, არასრულწლოვნები ვერ შეძლებენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის გასინჯვას და შეძენას.
ყველა ახალი ამბავი
0