თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841ღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ქიქოძის, ლეონიძის, ბოცვაძის, თვალჭრელიძის, კოსტავას და ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მეტეხის აღმართის, რუისის, ჯორბენაძის, ჩეხოვის, მეტეხის, ფერიცვალების, დუშეთის, ავლაბრის, იორის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ცუცქირიძის, ლადო მესხიშვილის, არარატის, არმაზის, ალაზნის და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ღვინის აღმართის, კასპის, აწყურის, შირაქის, ცუცხვათის, წინანდლის, ივერიელის, ლასხიშვილის, კახეთის, 300 არაგველების, გუთნის, იორის, რუისის, მეტეხის, ფერიცვალების, ჯორჯაძის, ჩეხოვის, ურბნისის, დუტუ მეგრელიძის და ისნის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
09:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონებების, ავალიშვილის, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, სოფელი გლდანის, ხანძთელის, უწერის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ყუშიტაშვილის, ბარისახოს, ჭრებალოს, ვარდევანის, სხვიტორის, გაგრის და ხეჩუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
09:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის, ორთაჭალის, გრიგოლ ვოლსკის, ნადიკვარის (ნაწილობრივ), ჯაფარიძის, ასათიანის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, ფალიაშვილის, ნაფარეულის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, გაგარინის, ქავთარაძის და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIმიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და ვაკის რაიონები
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას, ხორავას, შანიძის, მელიქიშვილის, ბარნოვის, სვანიძის, ინოლა გურგულიას, თარხნიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, ჭოველიძის, კერესელიძს, ერისთავი-ხოშტარიას, გოგებაშვილის, ბელინსკის, გუნიას, შატბერაშვილის, ჟვანიას, ქობულეთის, მარაბდას და შროშის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0