კალაძე: საქართველოს ხელისუფლება მიესალმება რუსი ტურისტების შემოსვლას

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ უცხოელებს შორის რაოდენობით პირველ ადგილს იკავებენ.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება რუსეთიდან ტურისტების შემოსვლას და ამ საკითხში ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ ისაუბრეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის შესახებ, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. რამდენიმე პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა.

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერი არ არის... საქართველოს ხელისუფლება ატარებს, პირველ რიგში, მისი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესებს. ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება“, – განაცხადა კალაძემ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით ანტირუსული სანქციების გვერდის ავლაზე საუბარიც კი არ შეიძლება.
„ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურდა.
გრიგოლ ლილუაშვილი: სუსი მიესალმება რუსეთიდან მშვიდობიან სტუმრებს >>
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, 2022 წელს მათ ქვეყანაში დაახლოებით 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. 2023 წლის პირველ კვარტალში – 256,8 ათასი ვიზიტი. ზოგადად, რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ უცხოელებს შორის.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე დარჩენა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, აგრეთვე 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
ყველა ახალი ამბავი
0