https://sputnik-georgia.com/20230621/------278825927.html
გრიგოლ ლილუაშვილი: სუსი მიესალმება რუსეთიდან მშვიდობიან სტუმრებს
გრიგოლ ლილუაშვილი: სუსი მიესალმება რუსეთიდან მშვიდობიან სტუმრებს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას, განაცხადა ლილუაშვილმა. 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T20:40+0400
2023-06-21T20:40+0400
2023-06-21T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/85/246688534_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_55ec6b2d87ad681b7ad3b12ecb087cd7.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთიდან მშვიდობიან სტუმრებს მიესალმება – ასე უპასუხა უწყების უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას ეხებოდა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ ისაუბრეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის შესახებ, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. რამდენიმე პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას, აღნიშნა ლილუაშვილმა.2022 წელს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%-ს. 2019 წლის ივნისში პირდაპირი ფრენების გაუქმებამდე რუსეთის მოქალაქეების წილი საქართველოში ჩამოსულთა შორის 15-17% იყო.2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, ასევე გააუქმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც 2019 წელს დააწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/85/246688534_24:0:1091:800_1920x0_80_0_0_00454bc9b9d700143ae9d9fe8c89250d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
გრიგოლ ლილუაშვილი: სუსი მიესალმება რუსეთიდან მშვიდობიან სტუმრებს
20:40 21.06.2023 (განახლებულია: 23:14 21.06.2023) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას, განაცხადა ლილუაშვილმა.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთიდან მშვიდობიან სტუმრებს მიესალმება – ასე უპასუხა უწყების უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას ეხებოდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერებმა არაერთხელ ისაუბრეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის შესახებ, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. რამდენიმე პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა.
„სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ (სუსი). მივესალმებით ადამიანებს, ვისაც დარღვეული არ აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ", არ წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებას, ასევე ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვს დიდი წვლილი. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას, აღნიშნა ლილუაშვილმა.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%-ს. 2019 წლის ივნისში პირდაპირი ფრენების გაუქმებამდე რუსეთის მოქალაქეების წილი საქართველოში ჩამოსულთა შორის 15-17% იყო.
2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, ასევე გააუქმა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც 2019 წელს დააწესა.