https://sputnik-georgia.com/20230626/------------278970453.html
ეს ქართველი ხალხის საქმეა - პაპუაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე
ეს ქართველი ხალხის საქმეა - პაპუაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
უკრაინის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T17:40+0400
2023-06-26T17:40+0400
2023-06-26T21:52+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265310155_1193:133:2449:840_1920x0_80_0_0_801f6eeb24bd321cb2982f0311758cd7.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს განვითარების მიმართულებას ქართველი ხალხი განსაზღვრავს და ეს სხვა ქვეყნის საქმე არ არის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებასთან დაკავშირებით.კულებამ ტელეკომპანია „ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ სახელმწიფოს აირჩევს.პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს პროგრესი განსაკუთრებით ბოლო ათმა წელმა აჩვენა, იქნება ეს ინსტიტუციების განვითარება თუ სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიის კუთხით.„ქართული ოცნება" - საქართველოს არ სჭირდება არახამიას ჭკუის სწავლება>>>როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინას განიხილავს როგორც თანასწორ პარტნიორს.„ჩვენ ყველას განვიხილავთ თანაბარ პარტნიორად. არ ვიცი, ვინმე თუ განიხილავს თავს გამწევ ძალად. ჩვენ ყველას განვიხილავთ თანაბარ პარტნიორად და ასე იყო აქამდე", – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულეს.ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265310155_322:0:3053:2048_1920x0_80_0_0_ff51ebe8ea6623f484973315329249ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ეს ქართველი ხალხის საქმეა - პაპუაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე
17:40 26.06.2023 (განახლებულია: 21:52 26.06.2023) უკრაინის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს განვითარების მიმართულებას ქართველი ხალხი განსაზღვრავს და ეს სხვა ქვეყნის საქმე არ არის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებასთან დაკავშირებით.
კულებამ ტელეკომპანია „ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ სახელმწიფოს აირჩევს.
„ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებას მისი ხალხი განსაზღვრავს. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია მისი ფრაზის მეორე ნაწილი. ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება არცერთი სხვა ქვეყნის საქმე არ არის, ეს არის მთავარი. ქართველი ხალხი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მიმართულებას", – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს პროგრესი განსაკუთრებით ბოლო ათმა წელმა აჩვენა, იქნება ეს ინსტიტუციების განვითარება თუ სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიის კუთხით.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინას განიხილავს როგორც თანასწორ პარტნიორს.
„ჩვენ ყველას განვიხილავთ თანაბარ პარტნიორად. არ ვიცი, ვინმე თუ განიხილავს თავს გამწევ ძალად. ჩვენ ყველას განვიხილავთ თანაბარ პარტნიორად და ასე იყო აქამდე", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულეს.
ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.