https://sputnik-georgia.com/20230625/-------278935965.html
საქართველოში ცხოველების წამებაზე სისხლის სამართლის სასჯელი გამკაცრდება
საქართველოში ცხოველების წამებაზე სისხლის სამართლის სასჯელი გამკაცრდება
Sputnik საქართველო
ცვლილებების მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან... 25.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-25T17:13+0400
2023-06-25T17:13+0400
2023-06-25T17:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275682699_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_08e2070c25842e5f33380863b6c66059.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე მოხდება.გასულ კვირაში 18 ივნისს თბილისის ცენტრში გაიმართა აქცია, რომელიც მიმდინარეობდა ლოზუნგებით: „შეაჩერეთ შინაური ცხოველების ხოცვა!“, „დღეს ძაღლი, ხვალ ბავშვი?“, „ვინც დღეს ძაღლს კლავს, ხვალ მოგკლავს შენ!“. აქციაზე მისულთა უკმაყოფილება და აღშფოთება ბოლო დროს მიუსაფარი ცხოველების ხოცვამ და წამებამ გამოიწვია. ბოლო ასეთი შემთხვევა წალკაში დაფიქსირდა, სადაც მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა უბრალოდ ქუჩაში წამოწოლილ ძაღლს.კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.საქართველოს პროკურატურა ცხოველების წამების ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებაზე მუშაობს >>ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.პროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.ამ ნაწილთან მიმართებაში კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი. აღნიშნული დეპუტატები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.გარდა ამისა, ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, პროკურატურაც მუშაობს.დღეისათვის ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თუკი იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ის ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275682699_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d8f5a1662f9ac080b4d4131ee8f59da3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საქართველოში ცხოველების წამებაზე სისხლის სამართლის სასჯელი გამკაცრდება
ცვლილებების მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე მოხდება.
გასულ კვირაში 18 ივნისს თბილისის ცენტრში გაიმართა აქცია, რომელიც მიმდინარეობდა ლოზუნგებით: „შეაჩერეთ შინაური ცხოველების ხოცვა!“, „დღეს ძაღლი, ხვალ ბავშვი?“, „ვინც დღეს ძაღლს კლავს, ხვალ მოგკლავს შენ!“. აქციაზე მისულთა უკმაყოფილება და აღშფოთება ბოლო დროს მიუსაფარი ცხოველების ხოცვამ და წამებამ გამოიწვია. ბოლო ასეთი შემთხვევა წალკაში დაფიქსირდა, სადაც მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა უბრალოდ ქუჩაში წამოწოლილ ძაღლს.
კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
პროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამ ნაწილთან მიმართებაში კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი. აღნიშნული დეპუტატები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, პროკურატურაც მუშაობს.
დღეისათვის ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუკი იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ის ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.