საქართველოს პროკურატურა ცხოველების წამების ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerაქცია ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ
აქცია ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
სასჯელის გამკაცრება ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას, მიაჩნიათ უწყებაში
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. პროკურატურა მუშაობს ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებების პროექტი უკვე შემუშავებულია და უახლოეს დროს განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
უწყების განცხადებით, სასჯელის გამკაცრება ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას.
გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
დღეისათვის ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუკი იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ის ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
წყარო - პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0