„ბევრი სისულელე მოვისმინეთ“ - კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
საზოგადოება კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს სწორ შეფასებას და ანალიზს გაუკეთებს, ფიქრობს კობახიძე
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართული ოპოზიციის ნაწილის მიერ რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სისულელე უწოდა.
ოპოზიციამ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისკენ მოუწოდა რუსეთის ფედერაციაში შექმნილი ვითარების გამო. მანამდე პრეზიდენტმა რუსეთიდან მიგრანტების ახალი ტალღის მოსალოდნელი ნაკადის გამო საზღვარზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
„გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე“, - განუცხადა კობახიძე ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ქვეყანას უბედურებაში გახვევდნენ.
კობახიძეს იმედი აქვს, რომ საზოგადოება კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს სწორ შეფასებას და ანალიზს გაუკეთებს.
„შეგვიძლია, ამოვიღოთ კონკრეტული პოსტები სოციალურ ქსელებში, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ წარიმართებოდა. იყო განცხადებები, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის მათი სახე. როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის მეორე ფრონტი, ეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ლუკაშენკო: პრიგოჟინი თანახმაა შეაჩეროს „ვაგნერის" კოლონის გადაადგილება >>
პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეჩერების შესახებ და დაძაბულობის დეესკალაციისთვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
აღნიშნულია, რომ „მაგიდაზე დევს სიტუაციის განმუხტვის აბსოლუტურად მომგებიანი და მისაღები ვარიანტი „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. მოგვიანებით პრიგოჟინის პრესამსახურში განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები კოლონებს აბრუნებენ და საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0