ლუკაშენკო: პრიგოჟინი თანახმაა შეაჩეროს „ვაგნერის" კოლონის გადაადგილება

© photo: Sputnik / Alexey Nikolskyვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2023
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა მოლაპარაკების შედეგად ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინადადებას დასთანხმდა, იტყობინება ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური.
კერძოდ, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ გადაადგილების შეჩერების შესახებ და დაძაბულობის დეესკალაციისთვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
„დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგას სამხრეთ რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული შექმნილი ვითარება გააცნო. სახელმწიფოს მეთაურები ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. <...> შეთანხმებების მიღწევის შემდგომ, <...> ბელარუსის პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა ევგენი პრიგოჟინთან. მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღების დაუშვებლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ „მაგიდაზე დევს სიტუაციის განმუხტვის აბსოლუტურად მომგებიანი და მისაღები ვარიანტი „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით.
გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განცხადება, რომ ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ფაქტზე აღძრა (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლი).
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში მეამბოხეების ქმედებებს დანაშაულებრივი ავანტურა უწოდა, რომელიც უზომო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა გამოიწვია. ასევე მან აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქების ტერიტორიაზე შესაძლო ტერაქტების აღსაკვეთად კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0