https://sputnik-georgia.com/20230623/sarl-miselma-moiwona-saqartvelos-gadawyvetileba-ar-miiros-deoligarqizaciis-sesaxeb-kanoni-278875625.html
შარლ მიშელმა მოიწონა საქართველოს გადაწყვეტილება არ მიიღოს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ
შარლ მიშელმა მოიწონა საქართველოს გადაწყვეტილება არ მიიღოს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ
აუცილებელია ყურადღების გამახვილება სისტემურ მიდგომაზე, აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T15:16+0400
2023-06-23T15:16+0400
2023-06-23T20:55+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363759_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_6578c4fe1282ef145e494d50376a563c.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოზიტიური ნაბიჯი უწოდა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საბოლოო, მესამე მოსმენით და აღნიშნა, რომ ამ საკითხში აუცილებელია სისტემური მიდგომა.უფრო ადრე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც კი, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად" განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე არ მიიღებს კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ", როგორც ეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ითხოვეს.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.„ქართულმა ოცნებამ" „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება გადაიფიქრა>>„საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილება პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა საქართველო წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა მიშელმა.ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი მოხსენების დროს აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან სამი პირობა შეასრულა, შვიდი მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი და აქ მეტი რეფორმების გატარებაა საჭირო.ვარჰეი: საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან 3 პირობა შეასრულა>>რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.დეოლიგარქიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშევროკავშირს საქართველოსთვის არ უთქვამს ზუსტად როგორ უნდა შეასრულოს ეს პირობა, არამედ მიუთითა მხოლოდ პრობლემურ საკითხზე, აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა.ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი მიდგომა აირჩია ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში. ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. „ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.ჰერჩინსკი: საქართველომ ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლის არასწორი მიდგომა აირჩია>>ჯერ კიდევ გასულ კვირაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ", მიუხედავად ვენეციის კომისიის პოზიციისა, მიიღებენ, რადგან ევროკავშირმა საქართველოს წამოუყენა ეს პირობა – დეოლიგარქიზაცია. პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თუ ევროკავშირი აღარ მოითხოვს ამ პირობის შესრულებას, კანონიც არ ამოქმედდება.დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ თავდაპირველად ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინული კანონის ასლი მოამზადეს, რომელიც უფრო მკაცრ მიდგომებს ითვალისწინებდა.კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მას შემდეგ გადამუშავდა, რაც ვენეციის კომისიამ პირვანდელი ვერსიის შესწავლის შემდეგ საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363759_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_761acc7d7ecca1d6b3e5619db9161fd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
შარლ მიშელმა მოიწონა საქართველოს გადაწყვეტილება არ მიიღოს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ
15:16 23.06.2023 (განახლებულია: 20:55 23.06.2023) აუცილებელია ყურადღების გამახვილება სისტემურ მიდგომაზე, აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოზიტიური ნაბიჯი უწოდა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საბოლოო, მესამე მოსმენით და აღნიშნა, რომ ამ საკითხში აუცილებელია სისტემური მიდგომა.
უფრო ადრე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, არ მიიღოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც კი, რადგანაც გარკვეული პიროვნებების „ოლიგარქებად" განსაზღვრისას უნდა იყოს დაცული სისტემური და არა პერსონალური მიდგომა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე არ მიიღებს კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ", როგორც ეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ითხოვეს.
„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არმიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია. საჭიროა სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
„საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილება პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა საქართველო წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა მიშელმა.
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი მოხსენების დროს აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12-დან სამი პირობა შეასრულა, შვიდი მიმართულებით არის გარკვეული პროგრესი და აქ მეტი რეფორმების გატარებაა საჭირო.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
დეოლიგარქიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ
ევროკავშირს საქართველოსთვის არ უთქვამს ზუსტად როგორ უნდა შეასრულოს ეს პირობა, არამედ მიუთითა მხოლოდ პრობლემურ საკითხზე, აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა.
ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი მიდგომა აირჩია ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში. ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. „ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჯერ კიდევ გასულ კვირაში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ", მიუხედავად ვენეციის კომისიის პოზიციისა, მიიღებენ, რადგან ევროკავშირმა საქართველოს წამოუყენა ეს პირობა – დეოლიგარქიზაცია. პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თუ ევროკავშირი აღარ მოითხოვს ამ პირობის შესრულებას, კანონიც არ ამოქმედდება.
დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ თავდაპირველად ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინული კანონის ასლი მოამზადეს, რომელიც უფრო მკაცრ მიდგომებს ითვალისწინებდა.
კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მას შემდეგ გადამუშავდა, რაც ვენეციის კომისიამ პირვანდელი ვერსიის შესწავლის შემდეგ საკუთარ შენიშვნებში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე – პოლიტიკური ნიშნით პირთა დევნის დაწყებაზე. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში დოკუმენტი კვლავ გაეგზავნა ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს.