https://sputnik-georgia.com/20230623/saqartvelosa-da-yazaxetis-premier-ministrebis-sexvedra-mtavari-temebi-278873744.html
„შუა დერეფანი“ და ვაჭრობა - საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერების განხილვის მთავარი თემები
„შუა დერეფანი“ და ვაჭრობა - საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერების განხილვის მთავარი თემები
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ზრდას განაგრძობს – ქვეყნებმა იანვარ–აპრილში 188 მლნ დოლარის ივაჭრეს. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T14:39+0400
2023-06-23T14:39+0400
2023-06-23T20:47+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ყაზახეთი
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_bfdd052a0b8fcc2ee348ac7ff686b33b.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქონელბრუნვის ზრდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ყაზახი ტურისტების რაოდენობის ზრდა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „შუა დერეფანი“ – ეს იყო განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილისა და ალიხან სმაილოვის შეხვედრაზე თბილისში.სმაილოვი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე სმაილოვს ვიზიტისთვის მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ყაზახეთთან მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნებს შორის ბრუნვის 136%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა. საქონელბრუნვამ იანვარ–აპრილში 188 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 283%-ით მეტია.„ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ორი ქვეყნის პრემიერებმა ასევე განიხილეს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც, ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ უფრო განამტკიცებს არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.თბილისში ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა>>საქართველოს პრემიერმა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა აღნიშნა. ესაა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გაივლის ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს.საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა 2022 წლის ნოემბერში „შუა დერეფნის“ განვითარების შესახებ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს.მისი თქმით, არსებობს „შუა დერეფნის“ განვითარების კონკრეტული საგზაო რუკა და სამივე ქვეყანამ იცის, რა უნდა გაკეთდეს 2027 წლამდე.პრემიერმა ყაზახ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა საქართველოში და როგორია სამომავლო გეგმები.„ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობას. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველო სატრანზიტო ტვირთის მოსაზიდად ყაზახეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს>>კერძოდ, საუბარია პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ანაკლიაში.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ მერე შეჩერდა. ხელისუფლებამ 2020 წლის იანვარში კონტრაქტი გაწყვიტა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმთან“ და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ მისი 51% სახელმწიფოს კუთვნილებაში იქნება.„პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, დაახლოებით ოქტომბერში. მთავრობა იქნება მეპატრონე, 51 პროცენტი იქნება საქართველოს მთავრობის და 49 პროცენტზე ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა>>პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ენერგორესურსების ტრანსპორტირების ზრდა ყაზახეთიდან საქართველოს გავლით.„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით. ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა თანამშრომლობა ყაზახეთთან კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_db758cb20d2e666fc69d732a31e362c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ყაზახეთი, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ყაზახეთი, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
„შუა დერეფანი“ და ვაჭრობა - საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერების განხილვის მთავარი თემები
14:39 23.06.2023 (განახლებულია: 20:47 23.06.2023) საქონელბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ზრდას განაგრძობს – ქვეყნებმა იანვარ–აპრილში 188 მლნ დოლარის ივაჭრეს.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქონელბრუნვის ზრდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ყაზახი ტურისტების რაოდენობის ზრდა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „შუა დერეფანი“ – ეს იყო განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილისა და ალიხან სმაილოვის შეხვედრაზე თბილისში.
სმაილოვი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე სმაილოვს ვიზიტისთვის მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ყაზახეთთან მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები. მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რაც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვგულისხმობ ექსპორტისა და, ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნებს შორის ბრუნვის 136%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა. საქონელბრუნვამ იანვარ–აპრილში 188 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 283%-ით მეტია.
„ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ორი ქვეყნის პრემიერებმა ასევე განიხილეს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც, ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ უფრო განამტკიცებს არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.
საქართველოს პრემიერმა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა აღნიშნა. ესაა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გაივლის ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა 2022 წლის ნოემბერში „შუა დერეფნის“ განვითარების შესახებ სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს.
„საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იქნას მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, რათა მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით შუა დერეფანში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, არსებობს „შუა დერეფნის“ განვითარების კონკრეტული საგზაო რუკა და სამივე ქვეყანამ იცის, რა უნდა გაკეთდეს 2027 წლამდე.
პრემიერმა ყაზახ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა საქართველოში და როგორია სამომავლო გეგმები.
„ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობას. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კერძოდ, საუბარია პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ანაკლიაში.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ მერე შეჩერდა. ხელისუფლებამ 2020 წლის იანვარში კონტრაქტი გაწყვიტა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმთან“ და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ მისი 51% სახელმწიფოს კუთვნილებაში იქნება.
„პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, დაახლოებით ოქტომბერში. მთავრობა იქნება მეპატრონე, 51 პროცენტი იქნება საქართველოს მთავრობის და 49 პროცენტზე ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ენერგორესურსების ტრანსპორტირების ზრდა ყაზახეთიდან საქართველოს გავლით.
„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით. ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა თანამშრომლობა ყაზახეთთან კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.