თბილისში ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
ალიხან სმაილოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს 22 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ალიხან სმაილოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს 22 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე, რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა.
2022 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს პრემიერი ყაზახეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ყველა ახალი ამბავი
0