რუსეთმა ევროკავშირს საპასუხო სანქციები დაუწესა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ მოსკოვმა ევროკავშირის იმ წარმომადგენელთა სია გააფართოვა, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

„ამ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ რუსულმა მხარემ საგრძნობლად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების სია, რომლებსაც „რუსეთის ფედერაციის დატოვებისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის პროცედურის შესახებ“ ფედერალური კანონის შესაბამისად <...> ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ“, — აცხადებენ სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ სიაში შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველი უწყებების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე პირები, რომლებსაც კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევასთან აქვთ კავშირი.
შემაკავებელი ზომები ასევე შეეხება ევროპული სტრუქტურების იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და სხვა სახელმწიფოებთან მოსკოვის ურთიერთობების გაფუჭებაზე.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, ევროკავშირის ქმედებები არალეგიტიმურია და ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. რუსმა დიპლომატებმა პირობა დადეს, რომ კვლავაც გასცემენ პასუხს დასავლეთის მტრულ მოქმედებას.
ევროკავშირმა ახლახან მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ჩამონათვალში შედის იმ მესამე ქვეყნებზე ზემოქმედების მექანიზმის დანერგვა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სანქცირებული საქონლის რეექსპორტში, ასევე რუსეთში სხვადასხვა პროდუქციის ტრანზიტის აკრძალვა, პერსონალური სანქციები და სხვ.
გარდა ამისა, ევროკავშირი საბოლოოდ წყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს მილსადენ „დრუჟბის“ ჩრდილოეთი განშტოებით, თუმცა ყაზახეთიდან რუსეთში ნედლეულის ტრანზიტი ამ განშტოებით კვლავაც გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0