https://sputnik-georgia.com/20230623/ana-fotiga-278885135.html
ანა ფოტიგა: ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მისაღებად უნდა მოემზადოს
ანა ფოტიგა: ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მისაღებად უნდა მოემზადოს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის დეპუტატის თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ზოგიერთი განცხადება არ ადასტურებს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მის ერთგულებას. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T18:42+0400
2023-06-23T18:42+0400
2023-06-23T22:00+0400
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
ევროკავშირი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/95/235379541_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ef5e8d1d6c74727f7831f5e429a1fbc1.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის სტრატეგიულ კურსს შეინარჩუნებს, განაცხადა საგარეო საქმეთა კოორდინატორმა ანა ფოტიგამ.როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი ამბობს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ სტოკჰოლმში წარდგენილი შეფასება ადასტურებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სწორ გზაზე დგანან და ევროკავშირი უნდა მოემზადოს მათ მალე მისაღებად.ამასთან, როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს მმართველი პარტიის ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური მიწრაფებებისადმი მის ერთგულებას.„სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვფოკუსირდებით. ჩვენ ვცხოვრობთ გამოცდებით სავსე დროში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, — აცხადებს ფოტიგა.ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23537/95/235379541_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_cdf9d7b525f98120dc15039a6b46f9f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ანა ფოტიგა: ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მისაღებად უნდა მოემზადოს
18:42 23.06.2023 (განახლებულია: 22:00 23.06.2023) ევროპარლამენტის დეპუტატის თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ზოგიერთი განცხადება არ ადასტურებს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მის ერთგულებას.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის სტრატეგიულ კურსს შეინარჩუნებს, განაცხადა საგარეო საქმეთა კოორდინატორმა ანა ფოტიგამ.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი ამბობს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ სტოკჰოლმში წარდგენილი შეფასება ადასტურებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სწორ გზაზე დგანან და ევროკავშირი უნდა მოემზადოს მათ მალე მისაღებად.
„ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი სისტემების ადაპტაციისა და საჭირო რეფორმების დანერგვის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება სამივე ქვეყანაში, რათა შენარჩუნდეს პოზიტიური შეფასება და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელს დაიწყოს. მივესალმებით უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, — განაცხადა ფოტიგამ.
ამასთან, როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს მმართველი პარტიის ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური მიწრაფებებისადმი მის ერთგულებას.
„სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მხრიდან ბევრი სიტყვა, გადაწყვეტილება და არჩევანი არ ადასტურებს ევროატლანტიკური ხედვისადმი მის ერთგულებას. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვფოკუსირდებით. ჩვენ ვცხოვრობთ გამოცდებით სავსე დროში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, — აცხადებს ფოტიგა.
ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.