https://sputnik-georgia.com/20230623/-------------278863662.html
მძიმედ აისახება მის ბიოგრაფიაზე - გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება შეაფასა
მძიმედ აისახება მის ბიოგრაფიაზე - გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება შეაფასა
ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ ძალით იყო მიტაცებული, განაცხადა დეპუტატმა. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T10:30+0400
2023-06-23T10:30+0400
2023-06-23T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მძიმე აისახება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.ზურაბიშვილმა შეწყალების აქტს ხელი ხუთშაბათს, 22 ივნისს მოაწერა. 15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის საქმეზე იმ პერიოდში, როდესაც ამ არხის გენერალური დირექტორი იყო.მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვერ უწოდებ ევროპული მომავლის მხარდაჭერას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე თავისი გადაწყვეტილება დააფიქსირა.„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იყო იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე ფულის გადაქაჩვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.ნიკა გვარამია თავისუფალია >>მან ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უსამართლო და არაობიექტური უწოდა.ვოლსკის თქმით, გვარამიას გათავისუფლებით ბრძოლის ველზე დაბრუნდა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.საქმის მასალებისაუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო. დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმის ორ ეპიზოდში გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელი გაამკაცრა ერთ-ერთ ეპიზოდზე – 50 ათას ლარიანი ჯარიმა 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ეპიზოდისთვისაც სასჯელი 3,5 წლიანი პატიმრობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა.ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნიკა გვარამია ბრალდებულია სსკ-ის ოთხი მუხლით: „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა“, „კომერციული მოსყიდვა“, „ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს>>>„მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.საქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.კობახიძე გვარამიას დაკავებაზე გამოხმაურებებს მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად აფასებს >>შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი
მძიმედ აისახება მის ბიოგრაფიაზე - გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება შეაფასა
10:30 23.06.2023 (განახლებულია: 19:38 23.06.2023) ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ ძალით იყო მიტაცებული, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მძიმე აისახება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ზურაბიშვილმა შეწყალების აქტს ხელი ხუთშაბათს, 22 ივნისს მოაწერა. 15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის საქმეზე იმ პერიოდში, როდესაც ამ არხის გენერალური დირექტორი იყო.
„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება (ნიკა გვარამიას შეწყალება) საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვერ უწოდებ ევროპული მომავლის მხარდაჭერას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე თავისი გადაწყვეტილება დააფიქსირა.
„ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იყო იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე ფულის გადაქაჩვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მან ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უსამართლო და არაობიექტური უწოდა.
ვოლსკის თქმით, გვარამიას გათავისუფლებით ბრძოლის ველზე დაბრუნდა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
საქმის მასალები
საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო. დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმის ორ ეპიზოდში გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელი გაამკაცრა ერთ-ერთ ეპიზოდზე – 50 ათას ლარიანი ჯარიმა 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ეპიზოდისთვისაც სასჯელი 3,5 წლიანი პატიმრობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნიკა გვარამია ბრალდებულია სსკ-ის ოთხი მუხლით: „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა“, „კომერციული მოსყიდვა“, „ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
საქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.
შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.
საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.
ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.