https://sputnik-georgia.com/20230605/prezidents-nika-gvaramias-shewyalebis-txovnit-mimartes-278296014.html
პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს
პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ – იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T17:20+0400
2023-06-05T17:20+0400
2023-06-05T20:49+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოპოზიცია
საზოგადოება
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266667655_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_459b22d9fe60c026125018085f50c27c.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს.მოძრაობის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციაში უკვე დატოვეს. წერილს თან ერთვის საქმის მასალები და ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266667655_100:0:1547:1085_1920x0_80_0_0_c173a4c8f56206055608ed100bbb2829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს
17:20 05.06.2023 (განახლებულია: 20:49 05.06.2023) სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ – იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს.
მოძრაობის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციაში უკვე დატოვეს. წერილს თან ერთვის საქმის მასალები და ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„პრეზიდენტს ვთხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას... რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპელირებთ ნიკა გვარამიას უდანაშაულობით და იმით, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია. მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირველ რიგში, იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა გიორგი ლომიძემ.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.