https://sputnik-georgia.com/20230622/rodis-daiwyeba-rustavelis-gamziris-remonti-278843555.html
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რემონტი
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რემონტი
Sputnik საქართველო
გამზირების რემონტი გეგმის მიხედვით ხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული სატრანსპორტო კოლაფსი. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T15:51+0400
2023-06-22T15:51+0400
2023-06-22T21:00+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366325_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_f3f9f5c6de744d605da3f10f563fcb26.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სარემონტო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში. რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია. ნათლად ჩანს, რომ ასფალტის საფარი და ტროტუარები რუსთაველის გამზირზე რემონტს საჭიროებს, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები ტერიტორიას ვიზუალურად აფუჭებს, აღნიშნა მან. თბილისში გამზირების რემონტი, ფინანსებიდან გამომდინარე და ასევე იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ მოხდეს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, განაცხადა ბენდელიანმა. თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენა იგეგმება. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება>>ჭავჭავაძის გამზირის გარემონტების დასრულების შემდეგ აღდგა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირები. რემონტი მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებდა. მიმდინარე წლის 17 აპრილიდან სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე დაიწყო, რომელიც 2024 წლის იანვრამდე გასტანს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366325_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_1476217332113832832c8610a7309ec5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რემონტი
15:51 22.06.2023 (განახლებულია: 21:00 22.06.2023) გამზირების რემონტი გეგმის მიხედვით ხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული სატრანსპორტო კოლაფსი.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სარემონტო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია.
„რუსთაველის გამზირი ურთულეს მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები", – განაცხადა ბენდელიანმა.
ნათლად ჩანს, რომ ასფალტის საფარი და ტროტუარები რუსთაველის გამზირზე რემონტს საჭიროებს, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები ტერიტორიას ვიზუალურად აფუჭებს, აღნიშნა მან.
თბილისში გამზირების რემონტი, ფინანსებიდან გამომდინარე და ასევე იმის გამო, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ მოხდეს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, განაცხადა ბენდელიანმა.
„წერეთელთან ერთად რომ დაგვეწყო რუსთაველის და, პირობითად, ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია, ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსი გვექნებოდა. ამიტომ ყველა ეს პროექტი ხორციელდება გეგმის მიხედვით. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ რუსთაველი", – განაცხადა მერის მოადგილემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენა იგეგმება.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
ჭავჭავაძის გამზირის გარემონტების დასრულების შემდეგ აღდგა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირები. რემონტი მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებდა.
მიმდინარე წლის 17 აპრილიდან სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე დაიწყო, რომელიც 2024 წლის იანვრამდე გასტანს.