https://sputnik-georgia.com/20230607/iwyeba-universitetis-qucis-reabilitacia-278353841.html
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T14:54+0400
2023-06-07T14:54+0400
2023-06-07T20:19+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/87/242188788_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_bd333d883016f5bab6ef32f5e58b2436.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.კალაძემ აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე - ფოტო>>კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად, „რომ ათეულ წლებს გაუძლოს".მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთაველის გამზირსაც.„სამწუხაროდ, ბევრი ქუჩა და გამზირი გვაქვს პრობლემური, მათ შორის რუსთაველის გამზირი. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კალაძის თქმით, ამ მასშტაბის სამუშაოებს თან ახლავს დისკომფორტიც, „მაგრამ სხვაგვარად საქმე ვერ გაკეთდება“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/87/242188788_53:0:1833:1335_1920x0_80_0_0_9510d057c28e7b73099bac5d13f6df9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
14:54 07.06.2023 (განახლებულია: 20:19 07.06.2023) სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1.600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად, „რომ ათეულ წლებს გაუძლოს".
მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთაველის გამზირსაც.
„სამწუხაროდ, ბევრი ქუჩა და გამზირი გვაქვს პრობლემური, მათ შორის რუსთაველის გამზირი. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კალაძის თქმით, ამ მასშტაბის სამუშაოებს თან ახლავს დისკომფორტიც, „მაგრამ სხვაგვარად საქმე ვერ გაკეთდება“.