რას ვჭამთ: თბილისში ხორცის მაღაზია დახურეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიხორცის დახლი მაღაზიაში
ხორცის დახლი მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
ინსპექტორებმა გამოავლინეს კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, დაჟანგული ინვენტარი და არასაკმარისი დეზინფექცია.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ინსპექტორებმა თბილისში დროებით დახურეს ხორცის მაღაზია, სადაც დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, იუწყება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.
რას ვჭამთ: გლდანში საშაურმე დალუქეს >>
ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა თბილისში, ივერთუბნის 131 ნომერში მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. პაციენტის განცხადებით, ის აღნიშნულ მაღაზიაში რეგულარულად ყიდულობდა ღორის ხორცს.
სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნეს-ოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტიდან აიღო ღორის ხორცის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0