https://sputnik-georgia.com/20230525/ras-vchamt-gldanshi-sashaurme-daluqes-278013478.html
რას ვჭამთ: გლდანში საშაურმე დალუქეს
რას ვჭამთ: გლდანში საშაურმე დალუქეს
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საშაურმეში გამოყენებული ნედლეულის – ბასტურმის პარტიისა და გაყინული ღორის ხორცის იდენტიფიცირებას. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T17:15+0400
2023-05-25T17:15+0400
2023-05-25T20:56+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/45/239304509_0:154:3008:1846_1920x0_80_0_0_773017db714ee53bedd4bf217660f5c9.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. გლდანში მდებარე საშაურმე „ბალუს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ კვების ობიექტში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვ.აღნიშნულ საშაურმეს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ასევე მიეცა მითითება, არ განათავსოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათი ბაზარზე.ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა 1 ათასი ლარით.ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/45/239304509_171:0:2838:2000_1920x0_80_0_0_ee3bbdb04cb5b02518e61714c5ce8cd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რას ვჭამთ: გლდანში საშაურმე დალუქეს
17:15 25.05.2023 (განახლებულია: 20:56 25.05.2023) სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საშაურმეში გამოყენებული ნედლეულის – ბასტურმის პარტიისა და გაყინული ღორის ხორცის იდენტიფიცირებას.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. გლდანში მდებარე საშაურმე „ბალუს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ კვების ობიექტში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვ.
აღნიშნულ საშაურმეს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ასევე მიეცა მითითება, არ განათავსოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათი ბაზარზე.
ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა 1 ათასი ლარით.
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.