https://sputnik-georgia.com/20230622/auxsneli-mizezit-xmis-caxlecva-sesazloa-kibos-nisaniiyos-278842008.html
მიაქციეთ ყურადღება! ხმის ჩახლეჩა შესაძლოა მძიმე დაავადების ნიშანი იყოს
მიაქციეთ ყურადღება! ხმის ჩახლეჩა შესაძლოა მძიმე დაავადების ნიშანი იყოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თუ ადამიანს გაუგებარი მიზეზებით ხმა შეეცვალა — ჩაეხრინწა ან შეუსუსტდა, ეს შესაძლოა საშიში დაავადების ნიშანი იყოს, წერს გამოცემა... 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T14:32+0400
2023-06-22T14:32+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24760/31/247603163_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_b33a01cd955e3eacf9e6c4f743849a9b.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თუ ადამიანს გაუგებარი მიზეზებით ხმა შეეცვალა — ჩაეხრინწა ან შეუსუსტდა, ეს შესაძლოა საშიში დაავადების ნიშანი იყოს, წერს გამოცემა Express.გამოცემა, ეყრდნობა რა ფილტვის კიბოს საერთაშორისო ფონდის მონაცემებს, განმარტავს, რომ ხმის ჩახლეჩა შეიძლება ფილტვის კიბოს სიმსივნით იყოს გამოწვეული, რომელიც გულ-მკერდის ღრუში მდებარე ხორხის ნერვს აწვება. ეს ნერვის დამბლას ან დასუსტებას, ზოგჯერ კი სახმო იოგების დამბლასაც იწვევს.ფონდის სპეციალისტების თქმით, ფილტვების კიბო, როგორც წესი, ადრეულ სტადიებზე არ იჩენს თავს. თუმცა დაავადების განვითარების კვალდაკვალ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა განუწყვეტელი ხველება ორი–სამი კვირის განმავლობაში, ასევე სისხლიანი ნახველი.რაც შეეხება ხმის ჩახლეჩას, მედიკოსები ამბობენ, რომ ეს ფილტვების კიბოს გავრცელებული სიმპტომი არ არის და დაავადებულთა მხოლოდ ერთ პროცენტში გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ფილტვების კიბოს სწრაფი ზრდა–გავრცელება ახასიათებს და ამიტომ აუცილებელია, პირველი სიმპტომებისთანავე, მათ შორის ხმის აუხსნელი ცვლილების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.მანამდე ორგანიზაცია Leukemia Care-ს სპეციალსტებმა განაცხადეს, რომ სისხლის კიბოს მოულოდნელი სიმპტომი შეიძლება იყოს ჭარბი ოფლიანობა და ღამით სიცხის შეგრძნება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24760/31/247603163_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_a140577f5f5b02eb4ccde9cc76f0f39c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თუ ადამიანს გაუგებარი მიზეზებით ხმა შეეცვალა — ჩაეხრინწა ან შეუსუსტდა, ეს შესაძლოა საშიში დაავადების ნიშანი იყოს, წერს გამოცემა
Express. გამოცემა, ეყრდნობა რა ფილტვის კიბოს საერთაშორისო ფონდის მონაცემებს, განმარტავს, რომ ხმის ჩახლეჩა შეიძლება ფილტვის კიბოს სიმსივნით იყოს გამოწვეული, რომელიც გულ-მკერდის ღრუში მდებარე ხორხის ნერვს აწვება. ეს ნერვის დამბლას ან დასუსტებას, ზოგჯერ კი სახმო იოგების დამბლასაც იწვევს.
ფონდის სპეციალისტების თქმით, ფილტვების კიბო, როგორც წესი, ადრეულ სტადიებზე არ იჩენს თავს. თუმცა დაავადების განვითარების კვალდაკვალ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა განუწყვეტელი ხველება ორი–სამი კვირის განმავლობაში, ასევე სისხლიანი ნახველი.
რაც შეეხება ხმის ჩახლეჩას, მედიკოსები ამბობენ, რომ ეს ფილტვების კიბოს გავრცელებული სიმპტომი არ არის და დაავადებულთა მხოლოდ ერთ პროცენტში გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.
„ყველა ჩვენგანს შეიძლება ჩაეხლიჩოს ხმა რაღაც მომენტში, მაგალითად, როცა საყვარელ საფეხბურთო გუნდს ვგულშემატკივრობთ ყვირილით, ან დიდი ხნის განმავლობაში გაუჩერებლად ვლაპარაკობთ. მაგრამ თუ ხმა აუხსნელი მიზეზებით გეხრინწებათ ან გისუსტდებათ, ეს შეიძლება ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს“, — აცხადებენ სპეციალისტები.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ფილტვების კიბოს სწრაფი ზრდა–გავრცელება ახასიათებს და ამიტომ აუცილებელია, პირველი სიმპტომებისთანავე, მათ შორის ხმის აუხსნელი ცვლილების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
მანამდე ორგანიზაცია Leukemia Care-ს სპეციალსტებმა
განაცხადეს, რომ სისხლის კიბოს მოულოდნელი სიმპტომი შეიძლება იყოს ჭარბი ოფლიანობა და ღამით სიცხის შეგრძნება.