თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ: ექიმები სისხლის კიბოს უჩვეულო ნიშნებს ასახელებენ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
Leukemia Care-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ნიშნებზე, რომლებიც, შესაძლოა, ლეიკემიის განვითარებაზე მეტყველებდეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სისხლის კიბოს გამოვლენა ძნელია, რადგან დაავადების მრავალ სიმპტომს სათანადო ყურადღება არ ექცევა, მაგალითად, ღამის ოფლიანობას, წერს გაზეთი Еxpress ორგანიზაცია Leukemia Care-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

ხელები - Sputnik საქართველო
„ჰიპოკრატეს თითები“: თუ ასეთი ცვლილება შენიშნეთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს

მედიკოსების თქმით, ჭარბი ოფლიანობა და ღამით სიცხის შეგრძნება, ასევე სისუსტე, დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა და გახშირებული გულისცემა დაავადების გამაფრთხილებელ სიმპტომებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ლეიკემიის შემთხვევაში შეიძლება კანზე მცირე სილურჯეები გაჩნდეს, ცხვირიდან და ღრძილებიდან კი სისხლდენა დაიწყოს.  

ექიმების თქმით, ლეიკემიის სიმპტომები შეიძლება ასაკის მიხედვით განსხვავდებოდეს:

  • 25-დან 64 წლამდე ასაკის დაავადებულებში უფრო ხშირად ვითარდება დაღლილობა, სილურჯეები ან სისხლდენა, განმეორებითი ინფიცირებები, სისუსტის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება, ცხელება და სახსრების ტკივილი;
  • ხოლო 65 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან წონის კარგვას ან ლიმფური კვანძების გადიდებას — სხვა სიმპტომებთან ერთად.

გარდა ამისა, Leukemia Care-ს სპეციალისტები ლეიკემიის იშვიათ სიმპტომებსაც ასახელებენ. ესენია: დისკომფორტი კუჭში, პირღებინება, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, კონცენტრაციის დაკარგვა, ძილის პრობლემები, თავის ტკივილები, ზურგის ტკივილები, კანის ქავილი.

ბრძოლა კიბოსთან: ბრიტანელმა მეცნიერებმა უნივერსალური მეთოდი იპოვეს>>

ექიმების თქმით, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნება, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა ლეიკემია გამოირიცხოს. ლეიკემიის დიაგნოზი მხოლოს ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ისმება.

ყველა ახალი ამბავი
0