„ჰიპოკრატეს თითები“: თუ ასეთი ცვლილება შენიშნეთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს

© Pixabay / andreas160578ხელები
ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელმა სპეციალისტმა აღწერა, თითების ფორმის რა ცვლილებები შეიძლება მიანიშნებდეს ფილტვების კიბოზე

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თითი ფალანგების შემსხვილება (იგივეა, რაც დოლის ჩხირების სინდრომი ან ჰიპკრატეს თითები) შეიძლება ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს, განუცხადა გამოცემა Express–ს ბრიტანეთის ონკოლოგიური დაავადებების შემსწავლელი საზოგადოების წარმომადგენელმა ემი ჰერსტმა.

​სპეციალისტის თქმით, თითების ამგვარი დეფორმაცია ფილტვების კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არ არის, მაგრამ ის ასევე შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში მიმდინარე სხვა ნეგატიურ ცვლილებებზეც.

„დოლის ჩხირების სინდრომი ფრჩხილების ან თითების ფორმის ცვლილებით ვლინდება, რომლებიც წვერებში მსხვილდება“, — განმარტა ჰერსტმა.

ექმის თქმით, ყურადღებას იმსახურებს შემდეგი ცვლილებები:  

  • ფრჩხილის ძირი რბილი ხდება, ხოლო გარშემო კანი პრიალს იწყებს;
  • ფრჩხილები ჩვეულებრივზე მეტად იდრიკება;
  • თითების წვერები ზომაში დიდდება.

თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ, ექსპერტის რჩევით, დაუყოვნებლად ექიმთან ვიზიტია აუცილებელი.

ჰერსტის თქმით, ფილტვების კიბოზე შესაძლოა ასევე მიანიშნებდეს სხვა სიმპტომებიც: გამუდმებული ხველება, ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში, ყლაპვის გაძნელება, ხმაში ხრინწის გაჩენა, სახისა თუ კისრის შესივება.

ყველა ახალი ამბავი
0