ჯაზი და ზღვა: ბათუმი Black Sea Jazz Festival-ზე გეპატიჟებათ

© courtesy of Black Sea Jazz FestivalBlack Sea Jazz Festival
Black Sea Jazz Festival - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
მუსიკოსები ჯაზის მოყვარულებს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ბათუმი Black Sea Jazz Festival-ს 28-30 ივლისს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ბათუმელებსა და აჭარის სტუმრებს განსაკუთრებული მუსიკალური საღამოები ელოდებათ – რიგით მე-16 ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები იქნებიან.
ფესტივალის პროგრამა:
28 ივლისი
Bedford Falls
Soul Train
29 ივლისი
ლეგენდარული მარკუს მილერი
30 ივლისი
Brooklyn Funk Essentials
ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება. კონცერტები 21:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას უმასპინძლებს მულტიფუნქციური სივრცე Stage 17 (რუსთაველის №34).
ტრადიციულად, ფესტივალი ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.tkt.ge.
სხვადასხვა წლებში შავი ზღვის ფესტივალზე გამოსულან ლეგენდარული ქუინსი ჯონსი, ელექტრონული მუსიკის ბრიტანელი ვარსკვლავები The Prodigy, კრის ბრაუნი, ლიზა სტენფილდი, R&B, სოულ-მომღერალი Macy Gray, ამერიკელი შემსრულებლები Ms. Lauryn Hill და Jamie Cullum, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ბასტა რაიმსი, სნუპ დოგი, Jamiroquai და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0