https://sputnik-georgia.com/20230622/-----278857128.html
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ მან... 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T21:12+0400
2023-06-22T21:12+0400
2023-06-22T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:49:869:538_1920x0_80_0_0_a70387d3981413e908c55f7d6fcfbf24.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ორბელიანების სასახლეში განაცხადა.15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის საქმეზე იმ პერიოდში, როდესაც ამ არხის გენერალური დირექტორი იყო.მოძრაობის „თავისუფლება ნიკე გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.საქმის მასალებისაუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო. დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმის ორ ეპიზოდში გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელი გაამკაცრა ერთ-ერთ ეპიზოდზე – 50 ათას ლარიანი ჯარიმა 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ეპიზოდისთვისაც სასჯელი 3,5 წლიანი პატიმრობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა.ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნიკა გვარამია ბრალდებულია სსკ-ის ოთხი მუხლით: „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა“, „კომერციული მოსყიდვა“, „ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს>>>„მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.საქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.კობახიძე გვარამიას დაკავებაზე გამოხმაურებებს მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად აფასებს >>შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:0:869:653_1920x0_80_0_0_1a6e8e5d0ec529c08cf6b9f03d917b27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ორბელიანების სასახლეში განაცხადა.
15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის საქმეზე იმ პერიოდში, როდესაც ამ არხის გენერალური დირექტორი იყო.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოძრაობის „თავისუფლება ნიკე გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.
საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო. დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმის ორ ეპიზოდში გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელი გაამკაცრა ერთ-ერთ ეპიზოდზე – 50 ათას ლარიანი ჯარიმა 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ეპიზოდისთვისაც სასჯელი 3,5 წლიანი პატიმრობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნიკა გვარამია ბრალდებულია სსკ-ის ოთხი მუხლით: „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა“, „კომერციული მოსყიდვა“, „ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტები და ოპოზიციონერები დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
საქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.
შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.
საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.
ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.