https://sputnik-georgia.com/20230622/---------278852889.html
თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა
თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილა... 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T18:49+0400
2023-06-22T18:49+0400
2023-06-22T22:05+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278851302_0:78:1433:884_1920x0_80_0_0_f5ff33128472769c9c01195c4d2fd102.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივან სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, არამედ უსაფრთხოების სფეროშიც. საქართველოს პრემიერმა და თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზადყოფნა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი. ხუთშაბათს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხი რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.ერთი დღით ადრე სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობაზე და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.ჰაჯიმუფთუოღლუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების და სხვა სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278851302_77:0:1357:960_1920x0_80_0_0_35ebbcca4e3520ea17e22fb88d67f905.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივან სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, არამედ უსაფრთხოების სფეროშიც. საქართველოს პრემიერმა და თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზადყოფნა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი.
ხუთშაბათს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
თურქეთის უშიშროების საბჭოს გენმდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხი რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
ერთი დღით ადრე სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობაზე და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის მხარდაჭერაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ჰაჯიმუფთუოღლუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების და სხვა სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.