https://sputnik-georgia.com/20230621/rogor-emzadeba-saqartvelo-erovnuli-gamocdebistvis-278782834.html
როგორ ემზადება საქართველო 2023 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად
როგორ ემზადება საქართველო 2023 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად
Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დამთავრდება. 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T14:33+0400
2023-06-21T14:33+0400
2023-06-21T19:23+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24109/58/241095886_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_f9c752dc21859a85c618e47219f8cebc.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველო აქტიურად ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად – პროგრამები ტესტებით უკვე ჩატვირთულია ლეპტოპებში, დაბეჭდილია ფურცლები პასუხებით და დამხმარე მასალები აბიტურიენტებისთვის, მიმდინარეობს მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებში, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები საქართველოში 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დამთავრდება. საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფაზე მუშაობს, ყოველწლიურად იქმნება და კომპლექტდება მთავრობის ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, შსს-ს, ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროების, მანდატურთა სამსახურისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებით. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება - ცნობილი გახდა გამოცდების განრიგი>>საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის იყო საგამოცდო ცენტრებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება, სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანებით უზრუნველყოფა, საგამოცდო ცენტრებისკენ მიმავალი გზების, ასევე ტრანსპორტის მოწესრიგება და სხვ. მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, ასევე კომპიუტერული და ელექტროქსელების დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება. წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. საქართველოში შეიძლება მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები გაიხსნას>>აბიტურიენტები აბარებენ სამ სავალდებულო გამოცდას: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და ერთ საგანს – არჩევით. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი გამოცდა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის ღირებულებაა 10 ლარი ერთი გამოცდისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24109/58/241095886_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_a8535854ebb281184a8ad743907cbaaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
როგორ ემზადება საქართველო 2023 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად
14:33 21.06.2023 (განახლებულია: 19:23 21.06.2023) ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დამთავრდება.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველო აქტიურად ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად – პროგრამები ტესტებით უკვე ჩატვირთულია ლეპტოპებში, დაბეჭდილია ფურცლები პასუხებით და დამხმარე მასალები აბიტურიენტებისთვის, მიმდინარეობს მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებში, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.
უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები საქართველოში 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დამთავრდება.
საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფაზე მუშაობს, ყოველწლიურად იქმნება და კომპლექტდება მთავრობის ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, შსს-ს, ჯანდაცვის, იუსტიციის სამინისტროების, მანდატურთა სამსახურისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებით.
საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის იყო საგამოცდო ცენტრებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება, სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანებით უზრუნველყოფა, საგამოცდო ცენტრებისკენ მიმავალი გზების, ასევე ტრანსპორტის მოწესრიგება და სხვ.
მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, ასევე კომპიუტერული და ელექტროქსელების დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება.
წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტები აბარებენ სამ სავალდებულო გამოცდას: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და ერთ საგანს – არჩევით.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი გამოცდა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის ღირებულებაა 10 ლარი ერთი გამოცდისთვის.