https://sputnik-georgia.com/20230607/saqartvelosi-seizleba-msoflios-wamyvani-umarlesi-saswavleblebis-filialebi-gaixsnas-278356385.html
საქართველოში შეიძლება მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები გაიხსნას
საქართველოში შეიძლება მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები გაიხსნას
Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შრომის ბაზრისა და მისი მოთხოვნების ცოდნა, ასევე მსოფლიო ეკონომიკისთვის ფეხის აწყობა. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T16:32+0400
2023-06-07T16:32+0400
2023-06-07T21:45+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
გიორგი ამილახვარი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396285_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_cbfa8ecdb3ce1fef1451f8b2540a2593.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების რაც შეიძლება მეტი ფილიალი გაიხსნას, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.მინისტრის თქმით, საქართველოში უცხოური განათლების მიღების მეტი შანსი უნდა გაჩნდეს, რათა უნივერსიტეტებმა თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად შექმნან და განახორციელონ ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამები.ამილახვრის აზრით, საქართველოში უმაღლესი განათლების აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი შრომის ბაზრისა და მისი მოთხოვნების საქმის კურსში უნდა იყოს, ფეხი უნდა აუწყოს ეკონომიკას და განავითაროს სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები.მინისტრის თქმით, ახლა რთულია იმის თქმა, თუ რომელი მიმართულებაა დღეს უფრო პრიორიტეტული – STEP მიმართულება, ტურიზმის მიმართულება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა თუ მრეწველობა და ა.შ.„ეს ის დარგებია, რომლებიც ქმნიან ჩვენი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს. ამიტომ ამაზე უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა გადაწყობა, რომ განსაკუთრებით პროფესიული განათლების, ასევე უმაღლესი განათლების პროგრამებშიც პირდაპირ იყოს ინტეგრირებული დამსაქმებლის, შრომის ბაზრის მოთხოვნები“, – განაცხადა ამილახვარმა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთ ფუნდამენტურ დარგებში, როგორიცაა ქართველოლოგია, სხვა ჰუმანიტარული მიმართულებები, ფილოსოფია, დასაქმების მაჩვენებელი მაღალი არ იქნება. თუმცა, მისი თქმით, ამ სპეციალობების სწავლების ხელშეწყობა მაინც გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396285_235:196:1794:1365_1920x0_80_0_0_9a44647e67c297f90e2d68a0871aaf07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოში შეიძლება მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები გაიხსნას
16:32 07.06.2023 (განახლებულია: 21:45 07.06.2023) განათლების მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შრომის ბაზრისა და მისი მოთხოვნების ცოდნა, ასევე მსოფლიო ეკონომიკისთვის ფეხის აწყობა.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების რაც შეიძლება მეტი ფილიალი გაიხსნას, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, საქართველოში უცხოური განათლების მიღების მეტი შანსი უნდა გაჩნდეს, რათა უნივერსიტეტებმა თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად შექმნან და განახორციელონ ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამები.
„დღეს ეს არის ჩვენი ამოცანა, ვინაიდან ქვეყანაში თუ არ შემოვიტანთ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას, მხოლოდ ლოკალური უმაღლესი განათლებით უბრალოდ მხარს ვერ ავუბამთ იმ მსოფლიო განვითარებას, რომელიც ახლა უმაღლეს განათლებაში არსებობს“, – განაცხადა ამილახვარმა „პირველი არხის“ ეთერში.
ამილახვრის აზრით, საქართველოში უმაღლესი განათლების აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი შრომის ბაზრისა და მისი მოთხოვნების საქმის კურსში უნდა იყოს, ფეხი უნდა აუწყოს ეკონომიკას და განავითაროს სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები.
მინისტრის თქმით, ახლა რთულია იმის თქმა, თუ რომელი მიმართულებაა დღეს უფრო პრიორიტეტული – STEP მიმართულება, ტურიზმის მიმართულება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა თუ მრეწველობა და ა.შ.
„ეს ის დარგებია, რომლებიც ქმნიან ჩვენი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს. ამიტომ ამაზე უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა გადაწყობა, რომ განსაკუთრებით პროფესიული განათლების, ასევე უმაღლესი განათლების პროგრამებშიც პირდაპირ იყოს ინტეგრირებული დამსაქმებლის, შრომის ბაზრის მოთხოვნები“, – განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთ ფუნდამენტურ დარგებში, როგორიცაა ქართველოლოგია, სხვა ჰუმანიტარული მიმართულებები, ფილოსოფია, დასაქმების მაჩვენებელი მაღალი არ იქნება. თუმცა, მისი თქმით, ამ სპეციალობების სწავლების ხელშეწყობა მაინც გაგრძელდება.