https://sputnik-georgia.com/20230621/cinetma-baidenis-sityvebi-gaaprotesta-278777715.html
არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს: ჩინეთის საგარეო უწყებამ ბაიდენის სიტყვები გააპროტესტა
არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს: ჩინეთის საგარეო უწყებამ ბაიდენის სიტყვები გააპროტესტა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ჩინეთი მძაფრ უკმაყოფილებას და ძლიერ პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებზე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შესახებ... 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T12:18+0400
2023-06-21T12:18+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჩინეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
ჯო ბაიდენი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251183171_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_e30467e4df5ddf90d32a87cf1e74fb01.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ჩინეთი მძაფრ უკმაყოფილებას და ძლიერ პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებზე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შესახებ, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინმა ბრიფინგზე.მანამდე ბაიდენმა კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სი ძინპინს არ ჰქონდა ყველა ინფორმაცია მზვერავი აეროსტატის ინციდენტის შესახებ და ამის გამო ის „ძალიან განაწყენდა", რადგან ეს „დიდი უხერხულობაა დიქტატორებისთვის“.აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა ეს კომენტარი პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტის დასრულებიდან მალევე — 24 საათზე ნაკლებ დროში გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის ლიდერმა დადებითად შეაფასა სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრის შედეგები და განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები „სწორ გზაზეა“.ბლინკენის 18-19 ივნისის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი სტუმრობა იყო ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე შედგა მთელი რიგი საკითხების გამო. მათ შორისაა ტაივანის თემა, ჩინური აეროსტატის ინციდენტი, ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროებში უთანხმოება.
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251183171_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e3fd285315d330948fe58bf1f3850635.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ჩინეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს ახალი ამბები
არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს: ჩინეთის საგარეო უწყებამ ბაიდენის სიტყვები გააპროტესტა
12:18 21.06.2023 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ჩინეთი მძაფრ უკმაყოფილებას და ძლიერ პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებზე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შესახებ, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინმა ბრიფინგზე.
„ამერიკული მხარის განცხადებები არის უკიდურესად აბსურდული, უკიდურესად უპასუხისმგებლო, ეწინააღმდეგება ფაქტებს, სერიოზულად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს, წარმოადგენს ჩინეთის პოლიტიკური ღირსების სერიოზულ შელახვას და ღია პოლიტიკურ პროვოკაციას“, — აღნიშნა მან.
მანამდე ბაიდენმა კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე
განაცხადა, რომ სი ძინპინს არ ჰქონდა ყველა ინფორმაცია მზვერავი აეროსტატის ინციდენტის შესახებ და ამის გამო ის „ძალიან განაწყენდა", რადგან ეს „დიდი უხერხულობაა დიქტატორებისთვის“.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა ეს კომენტარი პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტის დასრულებიდან მალევე — 24 საათზე ნაკლებ დროში გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის ლიდერმა დადებითად შეაფასა სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრის შედეგები და განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები „სწორ გზაზეა“.
ბლინკენის 18-19 ივნისის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი სტუმრობა იყო ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე შედგა მთელი რიგი საკითხების გამო. მათ შორისაა ტაივანის თემა, ჩინური აეროსტატის ინციდენტი, ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროებში უთანხმოება.