https://sputnik-georgia.com/20230621/bild-xelovnuri-inteleqti-278816916.html
გერმანული გაზეთი Bild თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებს
გერმანული გაზეთი Bild თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროპაში ყველაზე მაღალტირაჟიანმა გაზეთმა, გერმანულმა Bild-მა ხარჯების 100 მილიონი ევროთი შემცირება გადაწყვიტა, რისთვისაც... 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T16:46+0400
2023-06-21T16:46+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
თანამედროვე ტექნოლოგიები
ხელოვნური ინტელექტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278816564_0:1070:2048:2222_1920x0_80_0_0_192160f6056bf823936ed859589b888d.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროპაში ყველაზე მაღალტირაჟიანმა გაზეთმა, გერმანულმა Bild-მა ხარჯების 100 მილიონი ევროთი შემცირება გადაწყვიტა, რისთვისაც რედაქციის ორასამდე თანამშრომელს ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩაანაცვლებს, იუწყება The Guardian.გავრცელებული ინფორმაციით, Bild დაემშვიდობება ისეთ თანამშრომლებს, რომელთა ფუნქციასაც ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი ან ავტომატიზებული პროცესი ართმევს თავს. კერძოდ, საუბარია ზოგ რედაქტორზე, ფოტორედაქტორებსა და კორექტორებზე.მანამდე Bild-ის გამომცემელი მედიაჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა მათიას დოპფნერმა განაცხადა, რომ გამომცემლობა „წმინდა ციფრული მედიაკომპანია“ უნდა გახდეს. მისი მტკიცებით, ისეთ ნეირონულ ქსელს, როგორიცაა ChatGPT, შეუძლია „იმაზე უკეთესი გახადოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ან შეცვალოს იგი“.როგორც დოპფნერი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი მალე ცოცხალ ჟურნალისტებზე უკეთ შეკრებს და დაამუშავებს ინფორმაციას; ამიტომ „გადარჩებიან მხოლოდ ის გამომცემლები, რომლებიც უკეთეს ორიგინალურ კონტენტს შექმნიან, მაგალითად, იმუშავებენ ჟურნალისტურ გამოძიებაზე.აღინიშნება, რომ მანამდე ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლაზე განცხადება გააკეთა BuzzFeed-მა. გამოცემა AI-ს კონტენტის გასაუმჯობესებლად და ონლაინ გამოკითხვებისთვის გამოიყენებს.გარდა ამისა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას ასევე სწავლობენ ბრიტანული Daily Mirror და Daily Express.როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ChatGPT, მარტივად შეუძლია ძალიან რთული ტექსტის შექმნა — დაწყებული სამსახურში მიღებაზე განცხადებებით, დასრულებული პოემებითა და რომანებით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისი პასუხები არაზუსტი, ან გაყალბებულიც კი იყოს.ამის დასტურია საიტ Cnet-ის შემთხვევა, რომელიც ასევე იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს სტატიების შესაქმენლად. ამ სტატიებს შემდეგ ადამიანი-რედაქტორები ამოწმებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში Cnet-მა აღიარა, რომ რედაქტორებს AI-ს მიერ დაწერილი სტატიების ნახევარზე მეტის ჩასწორება მოუხდათ.წყარო: The Guardian
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278816564_0:663:2048:2199_1920x0_80_0_0_bee4c88ac37db37830fb3c5af6070710.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , თანამედროვე ტექნოლოგიები , ხელოვნური ინტელექტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , თანამედროვე ტექნოლოგიები , ხელოვნური ინტელექტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ევროპაში ყველაზე მაღალტირაჟიანმა გაზეთმა, გერმანულმა Bild-მა ხარჯების 100 მილიონი ევროთი შემცირება გადაწყვიტა, რისთვისაც რედაქციის ორასამდე თანამშრომელს ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩაანაცვლებს, იუწყება The Guardian.
გავრცელებული ინფორმაციით, Bild დაემშვიდობება ისეთ თანამშრომლებს, რომელთა ფუნქციასაც ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი ან ავტომატიზებული პროცესი ართმევს თავს. კერძოდ, საუბარია ზოგ რედაქტორზე, ფოტორედაქტორებსა და კორექტორებზე.
მანამდე Bild-ის გამომცემელი მედიაჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა მათიას დოპფნერმა განაცხადა, რომ გამომცემლობა „წმინდა ციფრული მედიაკომპანია“ უნდა გახდეს. მისი მტკიცებით, ისეთ ნეირონულ ქსელს, როგორიცაა ChatGPT, შეუძლია „იმაზე უკეთესი გახადოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ან შეცვალოს იგი“.
როგორც დოპფნერი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი მალე ცოცხალ ჟურნალისტებზე უკეთ შეკრებს და დაამუშავებს ინფორმაციას; ამიტომ „გადარჩებიან მხოლოდ ის გამომცემლები, რომლებიც უკეთეს ორიგინალურ კონტენტს შექმნიან, მაგალითად, იმუშავებენ ჟურნალისტურ გამოძიებაზე.
აღინიშნება, რომ მანამდე ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლაზე განცხადება გააკეთა BuzzFeed-მა. გამოცემა AI-ს კონტენტის გასაუმჯობესებლად და ონლაინ გამოკითხვებისთვის გამოიყენებს.
გარდა ამისა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობას ასევე სწავლობენ ბრიტანული Daily Mirror და Daily Express.
როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ChatGPT, მარტივად შეუძლია ძალიან რთული ტექსტის შექმნა — დაწყებული სამსახურში მიღებაზე განცხადებებით, დასრულებული პოემებითა და რომანებით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისი პასუხები არაზუსტი, ან გაყალბებულიც კი იყოს.
ამის დასტურია საიტ Cnet-ის შემთხვევა, რომელიც ასევე იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს სტატიების შესაქმენლად. ამ სტატიებს შემდეგ ადამიანი-რედაქტორები ამოწმებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში Cnet-მა აღიარა, რომ რედაქტორებს AI-ს მიერ დაწერილი სტატიების ნახევარზე მეტის ჩასწორება მოუხდათ.