https://sputnik-georgia.com/20230621/-------278826597.html
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რეგიონში ვიზიტების მზარდი დინამიკაა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რეგიონში ვიზიტების მზარდი დინამიკაა
Sputnik საქართველო
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან. 21.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-21T21:04+0400
2023-06-21T21:04+0400
2023-06-21T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველოს რეგიონები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272024122_1:0:1279:719_1920x0_80_0_0_c3fed5263ab7fe002e9a4232a6efbc0b.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა აჭარაში 2023 წლის პირველ კვარტალში ორჯერ გაიზარდა 2022 წლის იანვარ-მარტთან შედარებით და 333,8 ათასი შეადგინა; 2019 წელთან შედარებით ზრდამ 33% შეადგინა, განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ.ზოიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.ზოიძის თქმით, 2023 წელი რეგიონში წარმატებით და მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა. ბათუმის აეროპორტში ასევე გაიზარდა როგორც მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების, ასევე ფრენების რაოდენობა.2023 წლის ხუთი თვის მონაცემით, განხორციელდა 711 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1,14%-ით (2022 წლის იანვარ-მაისში – 703 რეისი), ხოლო 2019 წლის მონაცემთან (598 ფრენა) შედარებით გაზრდილია 19%-ით.არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს 12 ქვეყნის მიმართულებით, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42%-ით.როგორც ზოიძემ განაცხადა, 2023 წელს ბათუმი არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქია, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ბათუმის დადებითი იმიჯის პოზიციონირებაზე.ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში.გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/08/272024122_160:0:1119:719_1920x0_80_0_0_11a4e19dbc11f2abe952495e779dc2a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რეგიონში ვიზიტების მზარდი დინამიკაა
21:04 21.06.2023 (განახლებულია: 23:18 21.06.2023) ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა აჭარაში 2023 წლის პირველ კვარტალში ორჯერ გაიზარდა 2022 წლის იანვარ-მარტთან შედარებით და 333,8 ათასი შეადგინა; 2019 წელთან შედარებით ზრდამ 33% შეადგინა, განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ.
ზოიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან რეგიონის პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ზოიძის თქმით, 2023 წელი რეგიონში წარმატებით და მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა. ბათუმის აეროპორტში ასევე გაიზარდა როგორც მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების, ასევე ფრენების რაოდენობა.
2023 წლის ხუთი თვის მონაცემით, განხორციელდა 711 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1,14%-ით (2022 წლის იანვარ-მაისში – 703 რეისი), ხოლო 2019 წლის მონაცემთან (598 ფრენა) შედარებით გაზრდილია 19%-ით.
არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს 12 ქვეყნის მიმართულებით, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42%-ით.
როგორც ზოიძემ განაცხადა, 2023 წელს ბათუმი არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქია, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ბათუმის დადებითი იმიჯის პოზიციონირებაზე.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში 3-4 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში.
გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.