საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვების ფულადი დახმარება 1 ივლისიდან გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerბავშვი მოწყალებას ითხოვს
ბავშვი მოწყალებას ითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
200-ლარიან დახმარებას 16 წლამდე ასაკის 233 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარამდე იზრდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ამჟამად სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები 150-ლარიან დახმარებას იღებენ.
შესაბამისად, ივლისიდან პროგრამის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.

„წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი ყოველთვიური დახმარების ფარგლებში“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

200-ლარიან დახმარებას 16 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვები მიიღებენ. აღნიშნული ცვლილება საქართველოში დაახლოებით 233 ათას ბავშვს შეეხება.
საქართველოში 1 აპრილისთვის 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0