https://sputnik-georgia.com/20230620/20-21----------278751463.html
20-21 ივნისის მოვლენები: დაშავებული შსს-სგან სიცოცხლის ბოლომდე თანხას მიიღებს
20-21 ივნისის მოვლენები: დაშავებული შსს-სგან სიცოცხლის ბოლომდე თანხას მიიღებს
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 ათასი ლარის ოდენობით და მისთვის ყოველთვიურად 1.155 ლარის გადახდა. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T17:50+0400
2023-06-20T17:50+0400
2023-06-20T21:58+0400
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207789_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_ab9791bf8ddb7a0b55ea085b31828bf5.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა 2019 წლის 21 ივნისის ღამეს თბილისში აქციის დარბევისას დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება და სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად თანხის გადახდა, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ (საია) გავრცელებულ განცხადებაში.ოთხი წლის წინ პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტირუსული აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. შეტაკების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა და ზაზა ბერიაშვილმა, რომელმაც სახეში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.სასამართლოში ერთ-ერთი დაზარალებულის ინტერესებს, რომლის სახელი და გვარი არ საჯაროვდება, საია იცავდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაშია აღნიშნული, მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა თვალ-წარბის არეში.თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პატიმრობაში დარჩება>>>მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.სამართალდამცველების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის თითქმის 2,5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 ათასი ლარის ოდენობით.გარდა ამისა, შრომისუნარიანობის შემცირების გამო შსს-ს დაეკისრა ყოველთვიურად 1.155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისათვის ძალაში შესული არ არის.„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" იმედს გამოთქვამენ, რომ მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოში დროულად დასრულდება საქმის წარმოება და მოსარჩელე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 7 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207789_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_f786ab3ae409a6b38a24ee1fc2f8da6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
20-21 ივნისის მოვლენები: დაშავებული შსს-სგან სიცოცხლის ბოლომდე თანხას მიიღებს
17:50 20.06.2023 (განახლებულია: 21:58 20.06.2023) შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 ათასი ლარის ოდენობით და მისთვის ყოველთვიურად 1.155 ლარის გადახდა.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა 2019 წლის 21 ივნისის ღამეს თბილისში აქციის დარბევისას დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება და სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად თანხის გადახდა, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ (საია) გავრცელებულ განცხადებაში.
ოთხი წლის წინ პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტირუსული აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. შეტაკების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა და ზაზა ბერიაშვილმა, რომელმაც სახეში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.
სასამართლოში ერთ-ერთი დაზარალებულის ინტერესებს, რომლის სახელი და გვარი არ საჯაროვდება, საია იცავდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაშია აღნიშნული, მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა თვალ-წარბის არეში.
მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
სამართალდამცველების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის თითქმის 2,5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, შრომისუნარიანობის შემცირების გამო შსს-ს დაეკისრა ყოველთვიურად 1.155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისათვის ძალაში შესული არ არის.
„ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები", – ნათქვამია საიას განცხადებაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" იმედს გამოთქვამენ, რომ მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოში დროულად დასრულდება საქმის წარმოება და მოსარჩელე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 7 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.