https://sputnik-georgia.com/20220127/tbilissi-areulobis-saqmis-ert-erti-figuranti-patimrobasi-darceba-263937523.html
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პატიმრობაში დარჩება
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პატიმრობაში დარჩება
Sputnik საქართველო
თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა
2022-01-27T20:00+0400
2022-01-27T20:00+0400
2022-01-27T23:37+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261967166_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_4bb9fdc962fae52f25e8ad157d415578.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის არეულობის საქმის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დარჩება, ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მორიგ სხდომაზე ხუთშაბათს მიიღო.თამლიანი 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. მას ბრალი პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.ახალი ბრალდების საფუძველზე თამლიანს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.მოსამართლე დავით კურტანიძე დაეთანხმა ბრალდების მხარეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამლიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში ის ზურაბ ბუდაღაშვილთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და ცოტნე სოსელიასთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა >>გამოძიების მონაცემებით, თამლიანი მონაწილეობდა „ჯგუფურ ძალადობაში“, კერძოდ, „სხვადასხვა საგნების მეშვეობით დაკავებულები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ“. მოგვიანებით თამლიანი 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.მისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261967166_100:0:1236:852_1920x0_80_0_0_16e3828ecc790d4e25288a824ecfe32b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბესიკ თამლიანი პატიმრობა
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პატიმრობაში დარჩება
20:00 27.01.2022 (განახლებულია: 23:37 27.01.2022) თამლიანი 29 ნოემბერს დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის არეულობის საქმის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დარჩება, ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მორიგ სხდომაზე ხუთშაბათს მიიღო.
თამლიანი 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. მას ბრალი პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.
ახალი ბრალდების საფუძველზე თამლიანს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონის შესაბამისად განიხილა აღკვეთის ღონისძიება და ის ძალაში დატოვა, დაცვის მხარე კი თამლიანის გათავისუფლებას ითხოვდა 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ.
მოსამართლე დავით კურტანიძე დაეთანხმა ბრალდების მხარეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამლიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში ის ზურაბ ბუდაღაშვილთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და ცოტნე სოსელიასთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, თამლიანი მონაწილეობდა „ჯგუფურ ძალადობაში“, კერძოდ, „სხვადასხვა საგნების მეშვეობით დაკავებულები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ“. მოგვიანებით თამლიანი 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.