https://sputnik-georgia.com/20211201/tbilissi-areulobis-saqmis-ert-ertma-monawilem-simsiloba-gamoacxada-262529895.html
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
ბესიკ თამლიანს კვლავ მოუწევს პასუხისგება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T22:12+0400
2021-12-01T22:12+0400
2021-12-01T22:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262439791_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_dab0e4226a2d213e1ea136dec8bfddb9.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილე ბესიკ თამლიანმა ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა.თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, აქციაზე დააკავეს. მას წაუყენეს ბრალი პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.ახალი ბრალდების საფუძველზე თამლიანს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს თამლიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.როგორც მოსამართლე დავით კურტანიძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ ბრალდებულმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს.თავად თამლიანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, და შიმშილობა გამოაცხადა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამლიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში ის ზურაბ ბუდაღაშვილთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და ცოტნე სოსელიასთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიების მონაცემებით, თამლიანი მონაწილეობდა „ჯგუფურ ძალადობაში“, კერძოდ, „სხვადასხვა საგნების მეშვეობით დაკავებულები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ“. მოგვიანებით თამლიანი 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.მისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211130/dakavebebi-sasamartlostan-inspeqtoris-samsaxuri-policiis-qmedebs-iziebs-262494670.html
https://sputnik-georgia.com/20211201/saqalaqo-sasamartlostan-policiisadmi-daumorcileblobis-braldebit-kidev-sami-piri-daakaves-262527204.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262439791_65:0:1202:853_1920x0_80_0_0_989987580a97cabc0c89db2ecde93bd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისში არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა
ბესიკ თამლიანს კვლავ მოუწევს პასუხისგება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილე ბესიკ თამლიანმა ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა.
თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, აქციაზე დააკავეს. მას წაუყენეს ბრალი პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.
ახალი ბრალდების საფუძველზე თამლიანს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს თამლიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც მოსამართლე დავით კურტანიძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ ბრალდებულმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
თავად თამლიანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, და შიმშილობა გამოაცხადა.
„იძულებული გამხადეთ შიმშილობა გამომეცხადებინა, 55 დღეში თუ იქნება პროცესი, 55-ვე დღე ვიშიმშილებ”, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამლიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში ის ზურაბ ბუდაღაშვილთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და ცოტნე სოსელიასთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, თამლიანი მონაწილეობდა „ჯგუფურ ძალადობაში“, კერძოდ, „სხვადასხვა საგნების მეშვეობით დაკავებულები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ“. მოგვიანებით თამლიანი 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.