https://sputnik-georgia.com/20230620/------------278734288.html
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან
Sputnik საქართველო
12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაბეგვრას ექვემდებარება. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T12:00+0400
2023-06-20T12:00+0400
2023-06-20T17:32+0400
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1c/269836879_0:6:2309:1305_1920x0_80_0_0_fdb1bed044a6eef09f45763395b2540d.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი ჯერ არ ასახულა ფერმერებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ყიდიან ხორბლის მოსავალს იმის გამო, რომ წისქვილკომბინატები მათ ხორბლის თვითღირებულებაზე ორჯერ ნაკლებ ფასს სთავაზობენ, განაცხადა საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ.მარცვლეულის მწარმოებლების თქმით, გაზრდილი საწარმოო ხარჯების გამო ხორბლის ფასი მის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავს. იმპორტირებულ ერთ ტონა ფქვილზე 200 ლარის საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ წისქვილკომბინატები 1 კგ ხორბალს 70 თეთრად შეიძენდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ღირებულება 42-45 თეთრის ფარგლებშია. ფერმერების განცხადებით, მომავალ წელს ადგილობრივი წარმოება კი არ გაიზრდება, არამედ შემცირდება.მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 წისქვილკომბინატია და მათგან მხოლოდ ოთხმა ჩაიბარა მარცვლეული მისაღებ ფასში. დანარჩენები ფერმერებს 1 კგ-ში მაქსიმუმ 45 თეთრს სთავაზობენ.როგორც ბენიაიძემ განაცხადა, დღეისათვის ფერმერებს 10 ათას ტონაზე მეტი არარეალიზებული ხორბალი დარჩათ, რასაც ყოველდღიურად ახალი მოსავალი ემატება.„ყველა საწყობი დაკავებულია. ისინი ხორბალს თუ ამ ფასში გაყიდიან, ვერ შეძლებენ მომავალ წელს მის წარმოებას, რადგანაც ხარჯები ძალზე მაღალია", – განაცხადა ბენიაიძემ.რთული პერიოდი12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაბეგვრას ექვემდებარება.მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო.დროებითი გადასახადი დაწესდა იმ მოლოდინით, რომ ეს სიახლე გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. ფქვილის იმპორტის გაფორმების მომსახურების ღირებულება 2023 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.საქართველოში რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებითი გადასახადი ამოქმედდა>>>ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1c/269836879_194:0:2227:1525_1920x0_80_0_0_1b22ec124d32428cd790cf8b2a900ef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან
12:00 20.06.2023 (განახლებულია: 17:32 20.06.2023) 12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაბეგვრას ექვემდებარება.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი ჯერ არ ასახულა ფერმერებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ყიდიან ხორბლის მოსავალს იმის გამო, რომ წისქვილკომბინატები მათ ხორბლის თვითღირებულებაზე ორჯერ ნაკლებ ფასს სთავაზობენ, განაცხადა საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მარცვლეულის მწარმოებლების თქმით, გაზრდილი საწარმოო ხარჯების გამო ხორბლის ფასი მის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავს. იმპორტირებულ ერთ ტონა ფქვილზე 200 ლარის საბაჟო გადასახადის დაწესების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ წისქვილკომბინატები 1 კგ ხორბალს 70 თეთრად შეიძენდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ღირებულება 42-45 თეთრის ფარგლებშია. ფერმერების განცხადებით, მომავალ წელს ადგილობრივი წარმოება კი არ გაიზრდება, არამედ შემცირდება.
„ფერმერებზე ეს არ ასახულა... ორი თვის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ წისქვილებმა 15-20 ათასი ტონა ძველი მოსავალი 1 კგ 70 თეთრად უნდა იყიდონ, რათა ქვეყანაში პური არ გაძვირდეს. ეს იყო მინიმალური ღირებულება. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 1 ათასი ტონა ხორბალია შეძენილი 70 თეთრად“, – განაცხადა ბენიაიძემ მედიაპლატფორმა BMG-ში.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 წისქვილკომბინატია და მათგან მხოლოდ ოთხმა ჩაიბარა მარცვლეული მისაღებ ფასში. დანარჩენები ფერმერებს 1 კგ-ში მაქსიმუმ 45 თეთრს სთავაზობენ.
როგორც ბენიაიძემ განაცხადა, დღეისათვის ფერმერებს 10 ათას ტონაზე მეტი არარეალიზებული ხორბალი დარჩათ, რასაც ყოველდღიურად ახალი მოსავალი ემატება.
„ყველა საწყობი დაკავებულია. ისინი ხორბალს თუ ამ ფასში გაყიდიან, ვერ შეძლებენ მომავალ წელს მის წარმოებას, რადგანაც ხარჯები ძალზე მაღალია", – განაცხადა ბენიაიძემ.
12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაბეგვრას ექვემდებარება.
მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო.
დროებითი გადასახადი დაწესდა იმ მოლოდინით, რომ ეს სიახლე გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. ფქვილის იმპორტის გაფორმების მომსახურების ღირებულება 2023 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.