https://sputnik-georgia.com/20230619/opoziciaze-tavdasxma-xelisuflebis-reaqcia-278705306.html
არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პოლიტიკოსზე თავდასხმა - ხელისუფლების რეაქცია
არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პოლიტიკოსზე თავდასხმა - ხელისუფლების რეაქცია
Sputnik საქართველო
გასულ უქმეებზე ლიბერალურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T17:19+0400
2023-06-19T17:19+0400
2023-06-19T21:15+0400
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f48bc76eafbc6f6078c1d372140564ae.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს რამდენიმე ინციდენტის – ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე თავდასხმების გამოძიებაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. ჯაფარიძეს თავს 17 ივნისს, შაბათს გორის მცხოვრები დაესხა თავს, ხოლო შემდეგ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა ახალგაზრდულ ბანაკში შეკრებილებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტისა" და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ იყო ორგანიზებული, ქვები დაუშინეს. ამავე მოძრაობის წევრებმა მომდევნო დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს ლიბერალური ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის" წევრების კონფერენციასთან დაკავშირებით. ასეთი საკითხების გამოძიება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, აღნიშნა მან. პოლიტიკოსმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყობს ხელს. ზურაბ ჯაფარიძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე საქართველოს შსს-მ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კერძოდ, ჯაფარიძეზე თავდასხმაზე საქმე აღიძრა ძალადობის მუხლით, ხოლო ბანაკზე თავდასხმის შემთხვევაში – სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით. ინციდენტების დეტალები შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ შემდეგ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. მისი თქმით, ჯაფარიძე „იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის". მან ასევე დაწერა, რომ არსად დამალვას არ აპირებს. ვინ სცემა გორში ზურაბ ჯაფარიძე? - რეაქციები ინციდენტზე>>მაისურაძე პოლიციამ შაბათს, ღამით დააკავა. კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა ქვები, კვერცხები და საღებავები დაუშინეს ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე ბანაკს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტმა" გახსნა. მოძრაობის ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა ამ მოქმედებას ლიბერალური იდეოლოგიისგან ბავშვების დაცვა უწოდა. რაც შეეხება „ფრანკლინის კლუბს", კვირას, 18 ივნისს მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს კლუბის მიერ ორგანიზებული კონფერენციის წინააღმდეგ. „ფრანკლინის კლუბის" არსებობის შესახებ საქართველოში ბევრმა ამ წლის გაზაფხულზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან შეიტყო. მან მარტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს „ფრანკლინის კლუბის" წევრები უწოდა, რომლებსაც „ტვინს ურეცხავენ". ზურაბ ჯაფარიძეზე და არასამთავრობო ორგანიზაციის ბანაკზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო>>კლუბი 2021 წლის ივლისში შეიქმნა. ის წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც კლასიკურ ლიბერალურ ფასეულობებს ავრცელებს. კლუბში სწავლება სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა. კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უწევს პროპაგანდას, რაც, მისი აზრით, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_139:0:1579:1080_1920x0_80_0_0_f2035564d8eec8246afa2c3e3e85ed44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პოლიტიკოსზე თავდასხმა - ხელისუფლების რეაქცია
17:19 19.06.2023 (განახლებულია: 21:15 19.06.2023) გასულ უქმეებზე ლიბერალურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს რამდენიმე ინციდენტის – ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე თავდასხმების გამოძიებაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.
ჯაფარიძეს თავს 17 ივნისს, შაბათს გორის მცხოვრები დაესხა თავს, ხოლო შემდეგ მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა ახალგაზრდულ ბანაკში შეკრებილებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტისა" და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ იყო ორგანიზებული, ქვები დაუშინეს. ამავე მოძრაობის წევრებმა მომდევნო დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს ლიბერალური ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის" წევრების კონფერენციასთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ფაქტი არის არასწორი, მიუღებელია და, ბუნებრივია, ამას სჭირდება გამოძიება", – განაცხადა კობახიძემ.
ასეთი საკითხების გამოძიება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, აღნიშნა მან.
პოლიტიკოსმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას. რადიკალიზმის შემოტანას და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალადობაში გადადის ხოლმე", – განაცხადა კობახიძემ.
ზურაბ ჯაფარიძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე საქართველოს შსს-მ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კერძოდ, ჯაფარიძეზე თავდასხმაზე საქმე აღიძრა ძალადობის მუხლით, ხოლო ბანაკზე თავდასხმის შემთხვევაში – სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით.
შაბათს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვინმე სოსო მაისურაძე, რომელმაც ამის შესახებ შემდეგ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. მისი თქმით, ჯაფარიძე „იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის". მან ასევე დაწერა, რომ არსად დამალვას არ აპირებს.
მაისურაძე პოლიციამ შაბათს, ღამით დააკავა.
კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა ქვები, კვერცხები და საღებავები დაუშინეს ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე ბანაკს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტმა" გახსნა. მოძრაობის ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა ამ მოქმედებას ლიბერალური იდეოლოგიისგან ბავშვების დაცვა უწოდა.
რაც შეეხება „ფრანკლინის კლუბს", კვირას, 18 ივნისს მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს კლუბის მიერ ორგანიზებული კონფერენციის წინააღმდეგ.
„ფრანკლინის კლუბის" არსებობის შესახებ საქართველოში ბევრმა ამ წლის გაზაფხულზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლიდან შეიტყო. მან მარტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს „ფრანკლინის კლუბის" წევრები უწოდა, რომლებსაც „ტვინს ურეცხავენ".
კლუბი 2021 წლის ივლისში შეიქმნა. ის წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც კლასიკურ ლიბერალურ ფასეულობებს ავრცელებს. კლუბში სწავლება სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა.
კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უწევს პროპაგანდას, რაც, მისი აზრით, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.