მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ენტონი ბლინკენი სი ძინპინს შეხვდა

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ვაშინგტონი მხარს უჭერს აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების მიერ დადგენილ დღის წესრიგს, რომელსაც მათ კუნძულ ბალიზე შეხვედრის დროს მიაღწიეს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სი ძინპინთან შეხვედრაზე.
აღნიშნულის თაობაზე ჩინური ტელეარხი CCTV წერს.
ენტონი ბლინკენი პეკინს 18 ივნისს ეწვია ოფიციალური ვიზიტით.

„ბლინკენმა [სი ძინპინს] შეერთებული შტატების პოზიცია გააცნო და თქვა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაუბრუნდეს დღის წესრიგს, რომელიც ორი სახელმწიფოს მეთაურებმა დასახეს ბალიზე, და მოუთმენლად ელის ჩინეთთან კომუნიკაციის გაძლიერებას, უთანხმოებების პასუხისმგებლიან მართვასა და კონტროლს და თანამშრომლობას საერთო ინტერესის სფეროებში“, — ნათქვამია ტელეარხის საიტზე.

თავის მხრივ, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობის მომავალი და ბედი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი, მოძებნონ თანაცხოვრების სწორი გზა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გამწვავებით და არ სურს რომელიმე მხარის არჩევა.
ბლინკენის ამჟამინდელი ვიზიტი ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი სტუმრობაა ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე მიმდინარეობს მთელი რიგი საკითხების გამო. მათ შორისაა ტაივანის თემა, ჩინური აეროსტატის ინციდენტი, ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროებში უთანხმოება.
ყველა ახალი ამბავი
0