https://sputnik-georgia.com/20230619/----id----278709043.html
როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ID-ბარათებით სომხეთში გამგზავრებას
როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ID-ბარათებით სომხეთში გამგზავრებას
Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთად საზღვარგარეთის პასპორტი არ დასჭირდებათ. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T17:41+0400
2023-06-19T17:41+0400
2023-06-19T21:21+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269207758_0:77:829:543_1920x0_80_0_0_7e428ba76c73f81095784d281e56f37a.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა შეთანხმების პროექტი „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ", რომლის თანახმადაც, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფოთშორისი საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ, იუწყება „Sputnik სომხეთი".სომხეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას 2023 წლის 12 იანვარს მოეწერა ხელი. საქართველომ სომხეთთან ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების პროცედურები დოკუმენტის ხელმოწერიდან 15 დღეში დაასრულა.ამოქმედდა შეთანხმება საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ>>>აპრილის ბოლოს კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის. მას შემდეგ, რაც შეთანხმება ძალაში შევა, მისი დებულებები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.სომხეთის მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ და მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.ამჟამად საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია უვიზოდ, საზღვარგარეთული პასპორტით. საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში ყოფნა შეუძლიათ წელიწადში 180 დღის განმავლობაში. ვადის გასაგრძელებლად პირმა სამიგრაციო სამსახურს უნდა მიმართოს. სომხეთის მოქალაქეებს კი საქართველოში ყოფნა შეუძლიათ 365 დღემდე ვადით.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269207758_0:0:827:620_1920x0_80_0_0_ff5824b23f95e7e4ddf5e2f908d01648.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ID-ბარათებით სომხეთში გამგზავრებას
17:41 19.06.2023 (განახლებულია: 21:21 19.06.2023) საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთად საზღვარგარეთის პასპორტი არ დასჭირდებათ.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა შეთანხმების პროექტი „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ", რომლის თანახმადაც, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფოთშორისი საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ, იუწყება
„Sputnik სომხეთი".
სომხეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას 2023 წლის 12 იანვარს მოეწერა ხელი. საქართველომ სომხეთთან ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების პროცედურები დოკუმენტის ხელმოწერიდან 15 დღეში დაასრულა.
აპრილის ბოლოს კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის. მას შემდეგ, რაც შეთანხმება ძალაში შევა, მისი დებულებები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სომხეთის მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ და მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
ამჟამად საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია უვიზოდ, საზღვარგარეთული პასპორტით. საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში ყოფნა შეუძლიათ წელიწადში 180 დღის განმავლობაში. ვადის გასაგრძელებლად პირმა სამიგრაციო სამსახურს უნდა მიმართოს. სომხეთის მოქალაქეებს კი საქართველოში ყოფნა შეუძლიათ 365 დღემდე ვადით.