https://sputnik-georgia.com/20230127/amoqmedda-setanxmeba-saqartvelo-somxetis-sazrvris-gamartivebuli-kvetis-sesaxeb-274329487.html
ამოქმედდა შეთანხმება საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ
ამოქმედდა შეთანხმება საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს სომხეთის ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები... 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T20:02+0400
2023-01-27T20:02+0400
2023-01-27T22:34+0400
საქართველო
ახალი ამბები
სომხეთი
საზოგადოება
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24804/10/248041081_0:0:1513:851_1920x0_80_0_0_39d3ed4997f13ae1a93e75eab64e1f78.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაასრულა მუშაობა სომხეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე. მთავრობის შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 12 იანვარს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.დადგენილების თანახმად, მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, ასევე სომხეთის ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდება მესამე ქვეყანა, რომლის საზღვრის კვეთისთვის საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.ანალოგიური რეჟიმი უკვე მოქმედებს თურქეთსა და უკრაინაში შესვლისას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24804/10/248041081_189:0:1324:851_1920x0_80_0_0_0b9089fe940b2531f89e7dba86026398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სომხეთი, საზოგადოება, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, სომხეთი, საზოგადოება, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ამოქმედდა შეთანხმება საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ
20:02 27.01.2023 (განახლებულია: 22:34 27.01.2023) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს სომხეთის ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაასრულა მუშაობა სომხეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე. მთავრობის შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“
ვებ-გვერდზე.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 12 იანვარს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.
დადგენილების თანახმად, მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, ასევე სომხეთის ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდება მესამე ქვეყანა, რომლის საზღვრის კვეთისთვის საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.
ანალოგიური რეჟიმი უკვე მოქმედებს თურქეთსა და უკრაინაში შესვლისას.