https://sputnik-georgia.com/20230619/----10----278693220.html
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა
გიორგი მიქაუტაძე მაისში ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T14:38+0400
2023-06-19T14:38+0400
2023-06-19T20:04+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278090961_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_3400d66fe0604e50dd3814349021190c.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 10 მლნ ევრომდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები სააგენტო Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.სეზონის დაწყებამდე მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 6 მლნ ევროს შეადგენდა. „მეცის" ფორვარდი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩში მის აქტივში 24 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.საქართველოს ნაკრების ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს>>>მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესებული არიან პრემიერ-ლიგაში დაბრუნებული „ბარნლი" და ტურინის „იუვენტუსი".ასევე გაიზარდა საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება – ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი 2,5 მილიონი ევრო გახდა, ხოლო „კრემონეზეს" მცველ ლუკა ლოჩოშვილში მზად არიან 1,8 მლნ (1,5 მლნ-ის ნაცვლად) გადაიხადონ.სეზონის შედეგებით, მაისში ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დასახელდა.მიქაუტაძესთან ერთად საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე ნომინირებული იყვნენ ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი"), ჯოშ მაჯა („ბორდო") და ნილს ნკუნკუ („სენტ ეტიენი"). გამარჯვებული თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს.აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ასევე მოხვდა სეზონის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.გიორგი მიქაუტაძე ფრანგული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. იგი „მეცს“ 2017 წელს შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი 2019 წლის 7 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნიცასთან“ ჩაატარა, სამი დღის შემდეგ კი პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278090961_95:232:1606:1365_1920x0_80_0_0_cd61ccced315788bc00b815a6f1fd419.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა
14:38 19.06.2023 (განახლებულია: 20:04 19.06.2023) გიორგი მიქაუტაძე მაისში ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 10 მლნ ევრომდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები სააგენტო Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
სეზონის დაწყებამდე მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 6 მლნ ევროს შეადგენდა. „მეცის" ფორვარდი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩში მის აქტივში 24 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესებული არიან პრემიერ-ლიგაში დაბრუნებული „ბარნლი" და ტურინის „იუვენტუსი".
ასევე გაიზარდა საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის
სატრანსფერო ღირებულება – ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი 2,5 მილიონი ევრო გახდა, ხოლო „კრემონეზეს" მცველ ლუკა ლოჩოშვილში მზად არიან 1,8 მლნ (1,5 მლნ-ის ნაცვლად) გადაიხადონ.
სეზონის შედეგებით, მაისში ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დასახელდა.
მიქაუტაძესთან ერთად საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე ნომინირებული იყვნენ ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი"), ჯოშ მაჯა („ბორდო") და ნილს ნკუნკუ („სენტ ეტიენი"). გამარჯვებული თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ასევე მოხვდა სეზონის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.
გიორგი მიქაუტაძე ფრანგული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. იგი „მეცს“ 2017 წელს შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი 2019 წლის 7 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნიცასთან“ ჩაატარა, სამი დღის შემდეგ კი პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.