https://sputnik-georgia.com/20230529/giorgi-miqautadze-sauketeso-pexburtelad-agiares-278092769.html
საქართველოს ნაკრების ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 23 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T12:21+0400
2023-05-29T12:21+0400
2023-05-29T17:24+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278090961_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_3400d66fe0604e50dd3814349021190c.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.მიქაუტაძესთან ერთად საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე ნომინირებული იყვნენ ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი"), ჯოშ მაჯა („ბორდო") და ნილს ნკუნკუ („სენტ ეტიენი"). გამარჯვებული თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს.აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ასევე მოხვდა სეზონის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.ამავე საღამოს „პარი სენ-ჟერმენის" (პსჟ) და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 23 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა. ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მიქაუტაძეს ბომბარდირთა დავაში მისი მთავარი კონკურენტი, „კაენის" თავდამსხმელი ალექსანდრ მენდი 4 ბურთით ჩამორჩება.გიორგი მიქაუტაძე ფრანგული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. იგი „მეცს“ 2017 წელს შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი 2019 წლის 7 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნიცასთან“ ჩაატარა, სამი დღის შემდეგ კი პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1d/278090961_95:232:1606:1365_1920x0_80_0_0_cd61ccced315788bc00b815a6f1fd419.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრების ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
12:21 29.05.2023 (განახლებულია: 17:24 29.05.2023) მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 23 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მიქაუტაძესთან ერთად საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) მიერ წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე ნომინირებული იყვნენ ვიქტორ ლეკალი („ლე ავრი"), ჯოშ მაჯა („ბორდო") და ნილს ნკუნკუ („სენტ ეტიენი"). გამარჯვებული თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ასევე მოხვდა სეზონის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.
„ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბოლო ტურში „ბასტიასთან" მატჩის მოგება გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, რომელიც მენდობა, ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს“, – განაცხადა მიქაუტაძემ დაჯილდოების შემდეგ.
ამავე საღამოს „პარი სენ-ჟერმენის" (პსჟ) და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 23 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა. ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მიქაუტაძეს ბომბარდირთა დავაში მისი მთავარი კონკურენტი, „კაენის" თავდამსხმელი ალექსანდრ მენდი 4 ბურთით ჩამორჩება.
გიორგი მიქაუტაძე ფრანგული საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. იგი „მეცს“ 2017 წელს შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი 2019 წლის 7 დეკემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნიცასთან“ ჩაატარა, სამი დღის შემდეგ კი პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.